სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანაკლიაში სტიქიამ 10 ოჯახი დააზარალა

უკვე მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან ანაკლიაში. გადაუღებელმა წვიმამ 10-მდე ოჯახი დააზარალა.

განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დახოცილია შინაური ფრინველი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელიც სახლებიდან წყალს ტუმბავს.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რამდენიმე ოჯახში, სადაც მთელი ღამე სტიქიას ებრძოდნენ. უკვე შექმნილია ზარალის შემსწავლელი კომისია, რომელიც ამ წუთებშიც მუშაობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100