რატომ წყვეტს მაუწყებლობას საპატრიარქოს ტელევიზია?

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", სავარაუდოდ, დღეიდან 25-დეციმეტრულ არხზე მაუწყებლობას შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საპატრიარქოს ტელევიზია ავრცელებს.

ტელეკომპანია "ევრიკამ", რომლის სიხშირეზეც საპატრიარქოს ტელევიზია 4 წლის განმავლობაში მაუწყებლობდა, ა.წ. 1 მაისს ტელეკომპანია "ერთსულოვნებას" ხელშეკრულება შეუწყვიტა. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია მაუწყებლობას სატელიტისა და საკაბელო ქსელების საშუალებით გააგრძელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ტელეკომპანია "ევრიკასა" და "ერთსულოვნებას" შორის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი.

კომენტარი