ციხის თანამშრომელთა აქცია რუსთავში

რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების წინ დღეს თანამშრომლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მ მათ დილით სამსახურში შესვლის საშუალება არ მიეცათ.

როგორც ისინი ამბობენ, დაწესებულება რემონტს ექვემდებარება და დროებით ჩერდება, მათი თანამდებობები კი 12-ე დაწესებულების თანამშრომლებმა გადაიბარეს.

აქციის მონაწილეების თქმით, 80-მდე თანამშრომელი უმუშევრად არის დარჩენილი. ისინი სახალხო დამცველთან და სოზარ სუბართან შეხვედრას ითხოვენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ,რომ მე-16 დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს რომელიც 2-3 თვეში დასრულდება. ხოლო იქ მომუშავე ადამიანები კადრების განყოფილებას ექვემდებარებიან.

კომენტარი