რუისის გვირაბში 30 ტონა კონიაკით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია. რუისის გვირაბში ევაკუაცია გამოცხადდა. ცეცხლი 30 ტონა კონიაკით დატვირთულ ტრაილერს გაუჩნდა.

სპეციალური სამსახურები, მაშველები და ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. დაშავებულები არ არიან, უცნობია ზარალის ზუსტი რაოდენობაც.
გვირაბში გათიშულია ელექტროენერგია.

არსებობდა საფრთხე, რომ კონიაკით დატვირთული მანქანის აფეთქების შემთხვევაში, ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული ორივე გვირაბი დანგრეულიყო.

მიზეზებს არკვევს გამოძიება. არსებობს მხოლოდ წინასწარი ვერსია, რომ ცეცხლის გაჩენა მანქანის ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. ტვირთი სომხეთიდან ფოთში გადაჰქონდათ.

კომენტარი