სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატიმრები ბაჩო ახალაიას მიმართ ანგარიშსწორებას ითხოვენ

გლდანის ციხეში, პატიმრები ბაჩო ახალაიას მიმართ ანგარიშსწორებას ითხოვენ-აღნიშნულ ინფორმაციას თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. Droni.ge თუთბერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„18 მარტს, დღის მეორე ნახევარში მივიღე ინფორმაცია, რომ უკვე 4 ღამეა, რაც გნდანის მე-8 საპყრობილის პატიმრები ღამღამობით იწყებენ ხმაურს, აწყობენ ბუნტს და მოითხოვენ ანგარიშსსწორებას, ამავე საპყრობილეში მოთავსებული ბაჩო ახალაიას, გაგა მკურნალიძის და სხვა პირთა მიმართ.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მე მივედი სახალხო დამცველის ოფისში, შევხვდი სახალხო დამცველს და მის მოადგილეს და მივაწოდე აღნიშნული ინფორმაცია. ასევე მივაწოდე ინფორმაცია, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება მოხდა პატიმრების მხრიდან ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსისთვის, ზურაბ მოდებაძისთვის.

ჩემდა გასაოცრად netgazeti.ge-ზე ვკითხულობ სახალხო დამცველის განცხადებას (http://netgazeti.ge/GE/105/News/17825/), რომ რეჟიმის უფროსისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დასტურდება. რის საფუძველზე კეთდება ამ ტიპის განცხადება გაუგებარია, მაშინ როცა სახალხო დამცველის წარმომადგენელი საერთოდ არ შეხვედრია რეჟიმის უფროსს, ვინაიდან ის მისი იქ ყოფნის მომენტისთვის არ იმყოფებოდა გლდანის მე-8 საპყრობილეში. (ეს ინფორმაცია თავად სახალხო დამცველის წარმოამდგენლისგან მივიღე, რომ რეჟიმის უფროსის ნახვა ვერ მოხერხდა მისი არყოფნის გამო).

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესამსახურის უფროსმა, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობა ხდება ბოლო რამოდენიმე ღამეა. აქვე მოვისმინეთ განცხადებები, რომ თურმე გაგა მკურნალიძე, ბაჩო ახალაია და სხვები "მსოფლიოში ყველაზე დაცული პატიმრები" ყოფილან. ჩნდება მარტივი კითხვა, გლდანის ციხეში ჩემი ინფორმაციით დაახლოებით 3000 პატიმარია. 3000 პატიმარი რომ აბუნტდეს და ისინი დაიძრნენ ახალაიას და მკურნალიძის კორპუსისკენ, 70 ციხის თანამშრომელი დაიცავს 3000 ან თუნდაც 300 პატიმრისგან ახალაიას და მკურნალიძეს? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის 70 თანამშრომელი საკუთარი თავის დაცვასაც კი ვერ შეძლებ მსგავს შემთხვევაში!

და ბოლოს, ციხე იმიტომ არ არის ერთი და ძალიან დიდი და ციხეები იმიტომაც არის გამიჯნული, რომ არსებობენ სხვადასხვა სტატუსის პატიმრები და მათი ერთ ციხეში მოთავსება დაუშვებელია, რაც არ უნდა კარგად იცავდე შენ ციხეს. ყოფილ პოლიციელს ან სამართალდამცავს როცა ყაჩაღისგან, მკვლელისგან და მძარცველისგან 20 მეტრის მოშორებით ჩასვავ, პრობლემები აუცილებლად წარმოიშობა.“-წერს თეა თუთბერიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100