ავტომობილი Kia GT ჰიბრიდი გახდება

კორეულმა ავტომწარმოებელმა, Kia–მ, შეუდარებელი კონცეპტი, GT, ფრანკფურტის ავტოშოუზე წარმოადგინა. ამის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ ავტომობილი სერიულ წარმოებაში უახლოეს მომავალში ჩაეშვება. კომპანიის დიზაინის დირექტორმა, პიტერ შროერმა, ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნა: „მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქმედებები სწორი მიმართულებით მიდის. ჩვენ ავტომობილის აღჭურვას საშუალო მონაცემების ძრავით ვგეგმავთ, რომელსაც ჰიბრიდული ტექნოლოგიების მახასიათებლები ექნება. ამან უნდა იმუშაოს.“ „ავტომობილი იქნება სწრაფი, მაგრამ ამავდროულად, საკმაოდ ეკონომიური და საშუალებას მოგცემთ, დიდი რაოდენობის საწვავი დაზოგოთ.“

კომენტარი