Porsche 911 GT3 ‘Snowmobile’ „Magnat“-ისგან

ავტომწარმოებლებს ყოველთვის შესწევთ ძალა, ავტომობილების თაყვანისმცემლებს სერიოზული თანხა გააღებინონ, ამა თუ იმ მოდელის შეძენაში. სტუდია „Magnat“-ის უკანასკნელი ქმნილება, „Porsche 911 GT3 ‘Snowmobile’“-ია. აღნიშნული მოდელის შექმნაზე, რამდენიმე კომპანია მუშაობდა.

„Porsche Snowmobile“-ის თეთრი ფერი, მთელს კორპუსზე ზოლად გაყოლებულ შავ ფერს ეხამება. ახალმა მოდელმა 19-დუიმიანი დისკები მიიღო, „OZ Ultraleggera HLT CT“-ის სერიიდან. საბურავები კი „Yokohama Advan Sport“-მა შექმნა. მოდელის განსაკუთრებულობა საფირმო აუდიოსისტემაში მდგომარეობს, რომლის სიმძლავრეც 2100 ვატია.

„911 GT3“-ის სალონი ტყავით არის გაფორმებული. ახალი მოდელის სიმძლავრეზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ელექტრონული მართვის ახალი ბლოკი. ასევე, კომპანია „Wimmer“-ის მიერ დამზადებული, გამოსაბოლქვი მილები, რომლებიც ძრავის სიმძლავრის გაუმჯობესებაში დაეხმარა მწარმოებელს. ავტომობილი აღჭურვილია აგრეგატით, რომლის სიმძლავრეც 462 ცხენის ძალაა და მისი მაქსიმალური სიმძლავრე, 317 კმ/სთ-ია.

კომენტარი