საინტერესო შეთავაზება 4x4 SUV–ს მოყვარულებისთვის!

ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, 20 მაისიდან “მიცუბიში მოტორსის” ცენტრი მომხმარებლებს SUV კლასის მოდელებზე ახალ ფასებს სთავაზობს:

■ ლეგენდალური Mitsubishi Pajero – რომელიც გამოირჩევა თავისი გამძლეობით და მაღალი გამავლობით, მიცუბიში მოტორსის ოფიციალურ ცენტრში $37 200–ს ნაცვლად $32 550–ად არის წარმოდგენილი. 3,8 მოცულობის ბენზინის ძრავიან და 4x4 სისტემის მქონე მიცუბიში პაჯეროს გააჩნია მაღალი აღჭურვა: აქვს ტყავის სალონი და ასევე ტყავის მულტიფუნქციური საჭე კრუიზ–კონტროლით, ქსენონის ფარები, ალუმინის დისკები, ლუქი და ა.შ.

■ 7 ადგილიანი Mitsubishi Outlander – წარმოების დღიდან მომხმარებლისთვის ერთ–ერთი ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი საშუალო ზომის SUV–ი. „მიცუბიში მოტორსის“ ავტოსალონში ეს მოდელი წარმოდგენილია ძრავის ორი ტიპით: 2.4 ბენზინის ძრავით, რომელიც $27 900–ს ნაცვლად $25 750–დ შეგიძლიათ შეიძინოთ და 3.0 ბენზინის ძრავით, რომელიც ფასიც $30 900–ს ნაცვლად $27 850–ა. ორივე მოდელი მაღალი აღჭურვისაა და გააჩნია სენსორული ეკრანი უკანა ხედვის კამერით, ტყავის მულტიფუნქციური საჭე კრუიზ–კონტროლით, ტყავის სავარძლები, ქსენონის ფარები და 4x4 სისტემა.

მიცუბიშის ყველა მოდელზე ვრცელდება 3 წლიანი ან 100 000 კმ. ქარხნული გარანტია. ავტომობილების შეძენა შესაძლებელია როგორც საბანკო განვადებით ისე იურიდიული პირებისათვის გამარტივებული ლიზინგით. ასევე „მიცუბიშის ცენტრი“ გთავაზობთ ნებისმიერი მარკის ძველი ავტომობილის ჩანაცვლებას ახლით, მომხმარებელს მოუწევს მხოლოდ ფასთა შორის სხვაობის დაფარვა.

დეტალური ინფორმაციისთვის: 2 527 527, www.mitsubishi.ge

კომენტარი