რატომ არის თბილისში საცობები?

დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია დედაქალაქში საცობების მიზეზებზე საუბრობს.

„რაც თბილისში ხდება საცობებთან მიმართებაში არის ქალაქის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების ბრალი, რომელიც ხელისუფლებამ 2012 წელს მიიღო და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს!

თბილისში "იმისიანიც და ამისიანიც' ცხოვრობს და ყოველთვის იცხოვრებს, თუმცა ამ გადაწყვეტილებით ყველა ერთად დავიჩაგრეთ!

ხელისუფლებამ გააჩერა შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მსხვილი ინფრასტუქტურული პროექტია, არამედ უმსხვილესი ეკონომიკური პროექტიც, სადაც 6 000 ადამიანი იყო დასაქმებული!

დღეს პროექტი დასრულებული იქნებოდა და უკვე საათში დაახლოებით 3 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრში აღარ შემოვიდოდა, რითიც საგრძნობლად განიმუხტებოდა მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები და აღარ იქნებოდა პარალიზებული არც ერთი სტრატეგიული სატრანსპორტო კვანძი!

სამწუხაროდ (დროებით) გვყავს მთვლემარე და არა პროგრესზე ორიენტირებული ხელისუფლება. მას ამ მიმართულებითაც არანაირი ხედვა არ გააჩნია, მაგრამ ეს ძალიან დროებითია და ამაში არავის ეჭვი აღარ ეპარება, რადგანაც ყველა სფეროში უკვე საცობებია!“ - ნათქვამია ნიკა მელიას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში

კომენტარი