VANDEYK Nightstream - მსოფლიოს ულამაზესი ველოსიპედი

ველოსიპედი არამარტო კომფორტული და უსაფრთხო, არამედ ვიზუალურად მიმზიდველიც უნდა იყოს. აღნიშნულ კრიტერიუმს სრულიად აკმაყოფილებს “VANDEYK Contemporary Cycles”, რომელიც მსოფლიოს 25 ულამაზესი ველოსიპედის გამოშვებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ერთ–ერთი მათგანი უკვე გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე. აღნიშნული მოდელი ღამით სხვადასხვა ფერებში ანათებს და უნიკალურ ეფექტს ქმნის.

ველოსიპედის მფლობელი, ავტომაგისტრალებზე მოძრაობისა რისკის ქვეშ იმყოფება, განსაკუთრებით ღამით. ავტომობილის მძღოლები ველოსიპედ სერიოზულ ტრანსპორტად ვერ აღიქვამენ და ყურადღებას არ აქცევენ მათ. ყოველივე ეს კი სერიოზული ავარიების, დაზიანებებისა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიკვდილიანობის მიზეზია.

განსაკუთრებით ცუდი სიტუაცია ღამით იქმნება. თუ მძღოლი დღე არ აქცევს ყურადღებას ველოსიპედს, მაშინ სიბნელეზე საუბარიც ზედმეტია. მათ კატასტროფისგან ვერც სპეციალურად დამონტაჟებული სანათურები ვერ იხნის.

კომპანია “VANDEYK Contemporary Cycles”–მა კი შეძლო აღნიშნული პრობლემის დაძლევა. მათი ინოვაციური ქმნილების საშუალებით, ველოსიპედი შეუმჩნეველი აღარავის რჩება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ახალი მოდელი განსაკუთრებით ღამით, საახალწლო ნაძვის ხესავით იქნება განათებული.

ყოველივე სპეციალური, ფოსფორული საღებავების საშუალებით მოხერხდა. სწორედ აღნიშნული საღებავებითაა შეღებილი ველოსიპედი. ეს საღებავები დღის ნებისმიერ მონაკვეთში ანათებენ, მაგრამ განსაკუთერბით ეფექტური არიან ღამით. ტრანსპორტი ძალიან ლამაზია, ამასთანავე მოსახერხებელი და კომფორტულიც.

კომენტარი