“Mclaren”–ს მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილის შექმნა სურს

სპორტული ავტომობილების ბრიტანული მწარმოებელი, “Mclaren” მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. ახალი მოდელი უნდა იყოს ყველაზე ძლიერი, სწრაფი და ვიზუალურად შეუდარებელი. ამასთანავე კომპანიას სურს, რომ ავტომობილის მფლობელს მისი გამოყენება ყოველდღიურად შეეძლოს.

პროექტის სახელწოდება „Megan Mac”–ია. მოსალოდნელია, რომ ავტომობილი 2014 წლისთვის ჩაეშვება სერიულ წარმოებაში. კომპანია სულ 500 ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს. ავტომობილის ღირებულება 350–დან 400 ათას ფუნტ სტერლიგამდე იქნება.

ახალი მოდელის ვიზუალურ მხარეს ახასიათებენ, როგორც „მეტად ბოროტსა და მეტად ფუნქციონალურს“, ამავე სერიის სხვა მოდელებთან შედარებით. ავტომობილის სალონი სპორტული ინერიერით არ აღიჭურვება. მოსალოდნელია, რომ ინტერიერი ლუქსის შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ავტომობილი 5 ლიტრიანი V8–ით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 799 ცხენის ძალა იქნება. ძრავს ცნობილი კომპანია “Ricardo” ააწყობს. ავტომობილი 100 კმ/სთ–ს 2,8 წამში განავითარებს. 160 კმ/სთ–ს კი 5,5 წამში. 20 წამის შემდეგ კი ისარმა 320 კმ/სთ უნდა აჩვენოს.

კომენტარი