ტყუილია თითქოს კაცებს მხოლოდ სექსი გვჭირდება, ჩვენ საჭმელსაც ვსაჭიროებთ

დრონი.ჯი-ს სტატიამ სადაც თავმყორილი იყო ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ქალებზე მკითხველის ინტერესი გამოიწვია, ამიტომ გადავწყვიტეთ მსგავსი სტატია მამაკაცების შესახებაც შემოგთავაზოთ.

კოკო შანელი: შენ იცი ყველაფერი, მანამ სანამ შენ იცი, რომ მამაკაცები გვანან ბავშვებს

რობინ უილიამსი: პრობლემა ის გახლავთ რომ ღმერთმა კაცს მისცა ტვინი და პენისი, სისხლი კი მხოლოდ ერთ-ერთის სამყოფი.

ნეილ გაიმენი: წიგნებში ჯადოქარი ქალების შესახებ ძირითადად წერია, რომ ისინი შიშვლები დადიოდნენ, სწორედ ამიტომაა რომ ეს წიგნები კაცების დაწერილია.

ჯაროდ კინთსი: ქალების მხრიდან აბსოლუტური უსამართლობაა იმის თქმა, რომ მამაკაცებს მხოლოდ სექსი სჭირდებათ. ჩვენ საჭმელსაც ვსაჭიროებთ.

ემი სედარისი: ნუ დატოვებთ სამკაულს მამაკაცთან სახლში, რადგან მის წამოსაღებად მისულს შესაძლოა იქ სხვა ქალი დაგხვდეთ.

სანტოშ კალვარი: ქალის ყველა პრობლემა მამაკაცით იწყება, მამაკაცის ყველა პრობლემა კი ქალით მთავრდება.

რუდიარდ ლიფლინგი: ქალის ვარაუდი ბევრად უფრო სწორია ვიდრე ის რაც მამაკაცმა ზუსტად იცის.

პისი ქასთი: მამაკაცების უმეტესობას არ მოსწონს როდესაც რომანტიულს უწოდებენ, რადგან ეს არ არის მაჩოსთვის შესაფერისი.

სუზი ორმანი: ქალები იმიტირებენ ორგაზმს, მამაკაცები ფინანსებს.

პატრისია ბრიგსი: ინტელექტუალი მამაკაცი საშიშია.

ნეილ გეიმანი: მჯერა, რომ ყველა კაცი არის გაზრდილი ბიჭი კომუნიკაციის ღრმა პრობლემებით.

რობერტ ბაირნი: ყველა ვინც თვლის, რომ მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის ჩაჭრილია გეოგრაფიის გამოცდაში.

ოსკარ უაილდი: ქალებს ჩვენ ჩვენი დეფექტების გამო ვუყვარვართ. თუ ჩვენ ისინი საკმარისად გვაქვს, ქალები გიგანტურ ინტელექტსაც კი გვაპატიებენ.

ნიკოლო მაკიაველი: მამაკაცი გადადის ერთი ამბიციიდან მეოერზე. თავიდან ისინი თავდასხმისგან თავის დაცვის მიზნით იწყებენ მოქმედებას, შემდეგ კი თავად ხდებიან თავდამსხმელები.

ბრიუს ლი: მამაკაცი ფოლადივითაა, როგორც კი რაიმე ზედმეტს შეურევ ღირებულებას კარგავს.

ჯონი კარსონი: ცოლიანი მამაკაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე მარტოხელები, მაგრამ ცოლიანებს მათზე მეტად სურთ სიკვდილი.

კომენტარი