სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისელი „ჩაშკას“ გულისამაჩუყებელი ისტორია

ერთი თბილისელის ნაამბობი ისტორია:

თბილისი 90 იანი წლებია; დიღმის მასივში მესამე კვარტალში, ცხოვრობდა ერთი ებრაელი სახელად "ჩაშკა". რომელიც იმ დროისათვის თბილისისთვის უცხო და იშვიათი წამლებით ვაჭრობდა. ჩემს მეგობარს ბებია ჰყავდა ანტი ფრონცკი, ერთხელ ცუდად გახდა და გაგვაგზავნა ჩაშკასთან წამალი მომიტანეთო. (აღარ მახსოვს წამლის სახელი), ერთი ის მახსოვს იზრაელიდან იყო ჩამოტანილი;

მოკლედ მივედით მე და ჩემი მეგობარი ჩაშკასთან. შეგვიპატიჟა სახლში, ყავით გაგვიმასპინძლდა, წამალი მოგვცა და აგვიხსნა თუ როგორ უნდა მიეღო ბებიას ეს წამალი, ფული გადავუხადეთ და სადარბაზოში რომ გვემშვიდობებოდა, კიბეებიდან ვიღაც შავ პალტოში ჩაცმული გამხდარი თხელი კაცი ამოვიდა და ჩვენს უკან გაჩერდა! ჩაშკა მიესალმა როგორ ხარო, ამ კაცმა ვალი მოგიტანეო და ჩაშკას ფული გაუწოდა, გამოართვადა შეეკითხა ხო მართლა ბავშვი როგორ არისო? უცნობმა ბავშვი დამეღუპაო... ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა და უხერხულობა თავი საფლავში გვეგონა მე და ჩემს ძმაკაცს! ჩაშკამ უცნობისკენ გაიწია და ფული პალტოს ჯიბეში ჩაუცურა. უცნობმა ფულის უკან ამოღება დააპირა, ჩაშკამ ხელი დაუჭირა და უთხრა მე მაგ ფულს
სახლში არ შევიტანო!!!

ამდენი წელი გავიდა და რამდენი ეს ამბავი გამახსენდება თვალზე დღესაც ცრემლი მადგება!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100