პროკურატურის განცხადებით, ქუთაისში ქალი პოლიციელის იარაღიდან გასროლით დაიჭრა, თუმცა ადგილი ჰქონს თვითმკვლელობის მცდელობას

მთავარი პროკურატურა ქუთაისში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი დაჭრა, პირველ კომენტარს აკეთებს.

მათი ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას.

ამასთან, უწყების განმარტებით, საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეცა, ვინაიდან გასროლა პოლიციელის იარაღიდან განხორციელდა.

„გუშინ საღამოს თავში მიღებული ცეცხლსასროლი დაზიანებით საავადმყოფოში მოთავსებულ იქნა ერთი პირი. დაწყებულ გამოძიებას საფუძვლად დაედო შემოსული შეტყობინება უბედური შემთხვევის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას. საბედნიეროდ, დაჭრილი ქალბატონი ექიმების ჩარევის შედეგად გადარჩა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 115 მუხლით. ვინაიდან გასროლა განხორციელდა პოლიციელის იარაღიდან საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას. უახლოეს მომავალში დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდება ყველა გადაუდებელი და საჭირო საგამოძიებო მოქმედება. რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

ქუთაისში უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. ამ დრომდე არსებული ცნობით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ახალდაქორწინებულია, ცივი იარაღით ქმარმა დაჭრა, რომელიც პოლიციელია.


კომენტარი