ღარიბაშვილი: ბოროტი ხუმრობების სერია იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანიებსა და აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ 112-ში ცრუ შეტყობინებების შესვლის ფაქტებზე კომენტარს აკეთებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ბოროტი ხუმრობების სერია იყო. არ ვიცი, ამას სხვა რა ვუწოდო. საბოლოდ გავარკვიეთ, რომ შეტყობინებების ავტორთა შორის არასრულწლოვნები იყვნენ, 10-12 წლის ბავშვები. ყველა პირი დადგენილია. სამწუხარო ფაქტია, რომ მშობლები თავიანთ შვილებს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ.

კომენტარი

×