სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა ნასარიძე ისევ სცემეს

ფალიაშვილის ქუჩაზე გიგა ნასარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ნასარიძემ „პრესა.ჯი“-განუცხადა, დღეს 24 აპრილს, დაახლოებით დღის 3 საათზე მას ქუჩაში გამვლელი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა და შეაგინა.

გიგა ნასარიძე: ნახევარი საათის წინ ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ შემაგინა. მივედი, მაინტერესებდა რატომ მაყენებდა ეს ადამიანი შეურაცხყოფას, რა დროსაც ამ პიროვნებამ ხლი დამარტყა. მეც რა თქმა უნდა თავი დავიცავი. ინცინდენტს პატრულის თანამშრომლებიც შეესწრნენ. მათ თავდამსხმელი გაუშვეს და ჩვენ განგვიმარტეს, რომ თურმე მოძალადის დაჭერა ჩვენ უნდა მოგვეთხოვა. ინცინდენტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს. კაცო, ეს ოხერი, 90იანი წლები ისე გამოვიარე არ მიჩხუბია და ახლა ოქტომბრიდან ორჯერ ვიჩხუბე.

შეგახსენებთ, რომ გიგა ნასარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა 2013 წლის 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთანაც მიაყენეს.

წყარო: http://presa.ge/new/index.php?m=society&AID=21480

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100