წითელი ლობიო ძმრით და ზეთით

მასალა:

ლობიო - 1 კილოგრამი

ზეთი - 0,5 ჩაის ჭიქა

ხახვი - 4-5 თავი

ძმარი, მარილი, პილპილი - გემოვნებით

ლობიო ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ და წვენი გადავწუროთ. ტაფაზე ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავამატოთ დანაყილი პილპილი, მარილი და ძმარი. შევაზავოთ წვრილად დაჭრილი ქინძით, პიტნით, ოხრახუშით. ადუღდება თუ არა, ჩავასხათ მოხარშულ ლობიოში, ავურით და ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ.

კომენტარი