კარტოფილის სუპ–პიურე ლიტვურად

მასალა:

2 ½ ლიტრი ხორცის ან ძვლის ბულიონი

1 კილოგრამი კარტოფილი

1 თავი ხახვი

50 გრამი მჟაუნა ან ისპანახი

100 გრამი ნიახური

4 ნაჭერი ძეხვი

3 ცალი კვერცხი

1 სუფრის კოვზი საფანელი

1 ჩაის კოვზი გადამდნარი ქონი ან მარგარინი

¼ ლიტრი არაჟანი ან იოგურტი

მარილი და პილპილი გემოვნებით

კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ და მოვხარშოთ ხორცის ბულიონში ხახვის თავთან ერთად. როდესაც კარტოფილი მზად იქნება, გავატაროთ საცერში. მჟაუნა და ნიახურის ფოთლები დავჭრათ და ჩავამატოთ კარტოფილშერეულ ბულიონში. დავამატოთ მარილი და პილპილი და 5 წუთი კიდევ ვაცალოთ დუღილი. 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი გავჭრათ 2 ნაწილად, ამოვავლოთ ფქვილში, კვერცხსა და სუხარში და ძეხვის ნაჭრებთან ერთად შევბრაწოთ გადამდნარ ქონში. სუპი გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ არაჟანი. სუპის სუფრაზე მიტანამდე თითოეულ თეფშში ჩავდოთ თითო ნაჭერი ძეხვი და ნახევარი კვერცხი.

კომენტარი