ჟოლოს მურაბა

მასალა:

ჟოლო - 1 კილოგრამი

შაქარი - 1 კილოგრამი

სპირტი - ¼ ჩაის ჭიქა

ჟოლო გადავარჩიოთ, ფენა-ფენა დავაყაროთ შაქრის ფხვნილი, თან დავასხუროთ სპირტი ან მაგარი არაყი. ასე გავაჩეროთ არანაკლებ ექვსი საათისა. გადმოვიღოთ მურაბის ტაშტში, დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი.

კომენტარი