17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა დღეს თქვენი ცხოვრების თანამგზავრთან გარკვეულ გაუგებრობებსა და უთანხმოებას ჰქონდეს ადგილი, საყოფაცხოვრებო, პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას.

კურო

სიმშვიდე და თავდაჯერებულობა წარმატებას მოგიტანთ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს. განსაკუთრებით საქმიან სფეროში იყავით დიპლომატური და ნუ ჩაერთვებით კონფლიქტებში.

ტყუპები

შესაძლოა ჰორიზონტზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ნეგატიურად იმოქმედებენ თქვენზე, რადგან ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში. ნუ შეშინდებით, ყველაფერს გაუმკლავდებით თქვენი ცოდნითა და გამოცდილებით.

კირჩხიბი

ემოციურად დატვირთული დღეა, შეინარჩუნეთ სიმშიდე, ნუ განაწყენდებით და ნურც სხვებს აწყენინებთ, თქვენს სამოქმედო გზაზე იქნება სიძნელეები, მაგრამ შეეცადეთ თავად მართოთ სიტუაცია.

ლომი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, ფინანსურ საკითხებში „ვარსკვლავური“ გამართლება გაქვთ, ყური მიუგდეთ გულისხმას და საქმიან სფეროში წინსვლასა და სიახლეებს ელოდეთ.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას, ჯანსაღ კვებას, და დაკავდით სპორტით, კარგია სულიერი პრაქტიკები: იოგა, მედიტაცია. მოერიდეთ სხვათა კრიტიკას.

სასწორი

მოერიდეთ კამათსა და გარჩევებს, ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, ნუ აჰყვებით შიშებს და მეტად ირწმუნეთ საკუთარი ძალების.

მორიელი

ახალი ადამიანები და ახალი კონტრაქტები წარმატების მომტანია თქვენს საქმიანობაში, მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ სამოქმედო გეგმა, შრომისმოყვარეობისა და ამტანობის წყალობით ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს.

მშვილდოსანი

თქვენი თავისუფლების მიმართ სიყვარული, განვითარებისკენ სწრაფვა და პროგრესული იდეები მეტად საინტერესოა, მაგრამ საკუთარ შესაძლოებლობებს გადამეტებულად ნუ შეაფასებთ. იზრუნეთ ერთგული მოკავშრეების მოძიებაზე.

თხის რქა

თქვენი კეთილსინდისიერება და საქმიასადმი შეუპოვარი დამოკიდებულება ირგვლივმყოფთა გაოცებას და გაკვირვებას გამოიწვევს, თუმცა თქვენი იდეები არც თუ სწრაფად განხორციელდება.

მერწყული

შესაძლოა დღეს პოლიტიკურმა და სამეცნიერო საკითხებმა გაგიტაცოთ, წარმატების ალბათობა დიდია თუ ამ სფეროში მოღვაწეობთ. სასიკეთოა დღე ახალი ნაცნობობისთვის.

თევზები

შეცვალეთ სამოქმედო გეგმები და სტრატეგია სასიყვარულო თემებთან დაკავშირებით. უარი თქვით

კომენტარი