სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ვითარების შეცვლა გსურთ, მაგრამ ამჟამად გარემოება ამის საშუალებას არ გაძლევთ. მოულოდნელი მგზავრობა ახალ, საოცარ შესაძლებლობებს მოგანიჭებთ. წვრილმან საქმეებში გამართლება უნდა აღიქვათ, როგორც სამომავლო, სერიოზული წარმატებისთვის მზადება.


კურო
ამ პერიოდში მოსალოდნელია სხვადასხვა კონფესიის ეკლესიებს შორის კავშირის გაძლიერება. შესაბამისად, გაიზრდება საეკლესიო საკითხებში გაცნობიერებული თარჯიმნის საჭიროება. ფილოსოფოსებმა, იდეოლოგებმა, ეკონომისტებმა და სახელმწიფო მოღვაწეებმა მშვიდობისა და ადამიანთა კეთილდღეობისთვის ყველა გზას უნდა მიმართონ.

ტყუპები
მოსალოდნელია ახალი საქორწინო ან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, საცხოვრებელი ადგილის ან ქვეყნის შეცვლა, მშენებლობის თუ რემონტის დაწყება. მზად იყავით იმისთვის, რომ ძალიან დაიღლებით.

კირჩხიბი
ამ ნიშნის მატარებელი ბევრი ადამიანის ცხოვრება შფოთითა და წინააღმდეგობებითაა სავსე. შესაძლოა, მეუღლეებმა ერთმანეთთან მიმართებაში ორმაგი თამაში დაიწყონ და ვალდებულებებისგან გაქცევა სცადონ. მზად იყავით იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციების გამყარება და ოჯახური ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შევსება მოგიწევთ.

ლომი
გაორებული დღეა. თქვენი განწყობა მკვეთრად ნეგატიურსა და გაუმართლებლად ოპტიმისტურს შორის მერყეობს. დიდი შანსი გაქვთ, რომ თაღლითებს გადაეყაროთ. მოერიდეთ სპონტანურ საქციელს და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. გირჩევთ, თავი შეიკავოთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისა და ფულის ფლანგვისგან. რაც მთავარია, ნუ ანდობთ საკუთარ ფულსა და ქონებას საეჭვო ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს.

ქალწული
თვის შუა რიცხვები გაიძულებთ, პარტნიორებს პირად ცხოვრებასა თუ საქმეში მეტი ყურადღებით მოეკიდოთ. საქმესა და სიყვარულში მოთმინება უნდა ისწავლოთ, თორემ ახლობელი ადამიანების ნდობასაც დაკარგავთ და საქმიან კონტაქტებსაც.

სასწორი
სიყვარულში წარმოუდგენლად გაგიმართლებთ. საყვარელი ადამიანისთვის მთებს გადადგამთ. ეს გრძნობა იმდენად გაგაბედნიერებთ, რომ ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ.

მორიელი
ეს დღე შეზღუდვასთან ასოცირდება. დაძაბულობის მოხსნაში წყლის პროცედურები დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, სხვადასხვა გამაჯანსაღებელ ქმედებებს მიმართოთ და უფრო მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს. გადადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და მიუძღვენით ეს დღე მხოლოდ დასვენებას.

მშვილდოსანი
თქვენი აურა მნიშვნელოვნად გაძლიერდება, ცხოვრებისეული პოტენციალი გაიზრდება, რაც თქვენი შესაძლებლობებისა და ნიჭის წარმოჩენის საშუალებას მოგცემთ. გახსოვდეთ, რომ ზომიერება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში აზარტმა, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

თხის რქა
შეყვარებულ თხის რქებში უხასიათობა შეინიშნება. გაგიჭირდებათ, გაერკვეთ, როგორ იმოქმედოთ ადამიანზე დადებითი განწყობის შესაქმნელად. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ უფრო თბილი და მოსიყვარულე ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების მიმართ. გრძნობების გამოხატვის დროს კი ბუნებრივობა გამოიჩინოთ.

მერწყული
სასიყვარულო ურთიერთობები ჰარმონიული იქნება. აჯობებს, თუკი საკუთარ მიმზიდველობას ხაზს გაუსვამთ. დროის უმეტესი ნაწილი სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარეთ.

თევზები
შესაძლოა, ყოფილმა თაყვანისმცემელმა კვლავ შეგახსენოთ თავი და თქვენი სულიერი სიმშვიდე დაარღვიოს. დაფიქრდით, ღირს კი ჰარმონიული ცხოვრების გაცვლა ლამაზ და დასამახსოვრებელ რომანზე?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100