29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს სიფრთხილე გმართებთ, შესაძლებელია გამომჟღავნდეს წარსულში წარმატებით დაფარული შეცდომა ან არასწორი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ავრცელებდით, რაც შეიძლება დიდი სკანდალით დასრულდეს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ რომ დღეს იზრდება კონფლიქტების ალბათობა, რომელთა თავიდან აცილება მოთმინების წყალობით შეგეძლებათ.

კურო

დღევანდელი დღე უმჯობესია დაუთმოთ საყიდლებზე სიარულს, დიდია ალბათობა შეიძინოთ საჭირო და ლამაზი ნივთები გარკვეული ფასდაკლებით, აგრეთვე შესაძლებელია გახდეთ აქციის მონაწილე,რომელიც მოგებას მოგიტანთ.

ტყუპები

დღეს თქვენთვის პოზიტიური დღეა, სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი მოვლენები გელით. დღეს მოსალოდნელია ძვირადღირებული საჩუქრის ან დიდი ფულადი თანხის მიღება. კარგი დღეა მოგზაურობის დასაგეგმად.

კირჩხიბი

დღეს მოულოდნელად გეწვევათ ინტერიერის შეცვლის მოთხოვნილება, რაც რა თქმა უნდა ყველას არ მოეწონება, ამიტომ ფრთხილად მიუდექით რადიკალურ ცვლილებებს.

ლომი

დღეს საუკეთესო დღეა დასასვენებლად, შეეცადეთ საღამო სასიამოვნო ატმოსფეროში გაატაროთ. მეგობრებთან ერთად კლუბში, დისკოთეკაზე წადით, ოღონდ სპირტიან სასმელს მოერიდეთ.

ქალწული

დღეს მოგიწევთ ყველა საქმის გადადება, რადგან პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. უმჯობესია მთელი დღე დაუთმოთ საყვარელ ადამიანს,რაც საღამოსთვის დადებით ემოციებს გპირდებათ.

სასწორი

ნუ მოინდომებთ სიმართლის ძიებას იქ სადაც ის არაა. იყავით გამბედავი და სიმართლეს გაუსწორეთ თვალი. თქვენმა გატაცებებმა შეიძლება ზიანი მოგაყენონ და შეუძლებელი გახადონ ჩანაფიქრის განხორციელება. ყურადღებით იყავით, დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა არა მხოლოდ თქვენ არამედ თქვენს ახლობლებსაც შეიძლება ავნონ.

მორიელი

დღეს უმჯობესია მეტი დრო დაუთმოთ თქვენს ჯანმრთელობას და ახლობლებს. არის მომენტები, როცა თქვენი პრიორიტეტები აშკარად უნდა გამოიკვეთოს და არ უნდა იყოს დამოკიდებული თქვენს განწყობაზე თუ სხვების ინტერესებზე. დღეს საკუთარ თავზე იფიქრეთ და მეტზე არაფერზე.


მშვილდოსანი

დღეს შესაძლებელია სარფიანი წინადადება გაგიკეთონ. აგრეთვე დიდია ალბათობა კამათისა და საქმეების გარჩევისა ოჯახის წევრებთან, რაც ხელს შეგიშლით, რომ შენიშნოთ მსგავსი წინადადება. შეეცადეთ თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს მეტი ყურადღება მიაქციოთ, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი პერსპექტივები.


თხის რქა

ყველაფერი ის რისკენაც ბოლო ხანებში მიისწრაფოდით შესაძლებელია არასწორი აღმოჩნდეს. თუმცა ამის გაგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ თუ გარშემომყოფებს ყურადღებით მოუსმენთ. სამყაროს ახალი თვალით შეხედეთ, ნუ შეგეშინდებათ ამის. ნუ ენდობით ყველას ვინც დახმარებას შემოგთავაზებთ.


მერწყული

დღეს თქვენი რწმენა ზოგიერთ საკითხებში შეიძლება არამყარი აღმოჩნდეს. ის რაც ურყევი გეგონათ შესაძლებელია გარკვეული კრიტიკის მსხვერპლი გახდეს, და შემდგომ საერთოდ დაკარგოს აქტუალობა. ნუ შეგაშინებთ ცვლილებები ცხოვრებაში, საბოლოო ანგარიში შეიძლება ამ ცვლილებებმა სასიკეთო შედეგები იქონიოს.

თევზები

დღეს ყველა საქმე გამოგივათ, ეჭვი ნუ შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, თქვენ საკმარისი დრო და საშუალება გექნებათ მათი დემონსტრირებისათვის. ერთადერთი ხელისშემშლელი წინაღობა თქვენი მორიდებულობა და გადაწყვეტილების მიღებისას სიჩქარეა. არ იღელვოთ წარმატება ახლოსაა.

კომენტარი