11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ძალიან ბევრი გსურთ, მაგრამ დროშიც შეზღუდული ხართ და ფინანსებშიც. ნუ შეიცვლით ჩაცმის სტილს, ვარცხნილობას. სხვა დღისთვის გადადეთ ფინანსური ოპერაციების ჩატარება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მანდილოსნებთან და ასაკით უფროს ადამიანებთან.

კურო
აკონტროლეთ ხარჯი, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ფინანსური ოპერაციების დროს. შეიძლება გართულდეს ურთიერთობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებთან. ნუ შეიძენთ ახალ ნივთებს.

ტყუპი
ენერგიული ხართ და საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. შეიძლება მეგობრების საქმეების მოგვარებაც თქვენ დაგევალოთ. ურთიერთობისა და შეხვედრებისთვის აირჩიეთ არაფორმალური სტილი და გარემო.

კირჩხიბი
შეიძლება სათანადოდ არ დაგაფასონ, ვერ მიიღოთ ის, რაც გსურდათ. მოიმატებს კონკურენცია. მოერიდეთ ახალი კავშირების დამყარებას, გარეგნობის კარდინალურ ცვლილებას.

ლომი
საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ და სხვისი შექება აღარც გჭირდებათ. განწყობას გაგიფუჭებთ მცირე უსიამოვნება. მოსალოდნელია ურთიერთობის გაფუჭება კოლეგებთან. ნუ მიიღებთ ახალ მედიკამენტებს; სამსახურში - ახალ თანამშრომლებს.

ქალწული
ახალი პროექტების დაწყება სხვა დღისთვის გადადეთ. ნუ დაიწყებთ დღეს უსიამოვნო მოგონებებით. ნუ გაუხსენებთ საყვარელ ადამიანს წარსულ შეცდომებს. კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.

სასწორი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ნერვების დასაწყნარებლად შოპინგი არ გამოდგება. არ ჩაიტაროთ კოსმეტიკური პროცედურები. მოაწესრიგეთ საოჯახო ნივთები, ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მორიელი
რუტინული საქმეების მოგვარების დღეა. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. ვალდებულებები კოლეგებსაც გადაუნაწილეთ. ეცადეთ, რა გადატვირთოთ ორგანიზმი ფიზიკური აქტიურობით, მძიმე საკვებით.

მშვილდოსანი
დღეს ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. გამარჯვებული გამოხვალთ ყველა კამათიდან. შეიძლება მოიგოთ ტენდერი, სპორტული შეჯიბრება. ბავშვები გამარჯვებით გაგახარებენ.

თხის რქა
ცოტა მოდუნება არ გაწყენთ. საქმეები კოლეგებს გადაუნაწილეთ და თავად ცოტა დაისვენეთ. არ გადატვირთოთ კუჭი და არ გაფლანგოთ ფული. ეცადეთ, შეურიგდეთ თქვენზე განაწყენებულ ახლობლებს.

მერწყული
წარმატებული დღე გელით, მაგრამ საიდუმლო სასიყვარულო თავგადასავალი და უხარისხო ნივთების შეძენა განწყობას გაგიფუჭებთ.

თევზები
არაფერი შეიძინოთ. განსაკუთრებით, ძვირად ღირებული ნივთები. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. საღამო სურვილების ასრულების დროა.

კომენტარი