პირველი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - სამსახურის საქმეების მიუხედავად ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ. ახალგაცნობილს, რომელიც გესიმპათიურებათ, უთხარით, რომ მისი ახლოს გაცნობა გსურთ.


კურო - ისეთ ამბავს გაიგებთ, რასაც არც ელოდით. მოერიდეთ პანიკას, გარშემო მყოფებთან კონფლიქტს და მშვიდად იმოქმედეთ.

ტყუპი - ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება და ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ იმ ამბავს, რომ შეიძლება ვიღაცამ ზურგი შეგაქციოთ. იყავით მეტად მიზნამიმართული და დაკვირვებული.

კირჩხიბი - შეხვედრებისა და საქმეების აქტიურად მოგვარების დღეა. თუ ფლობთ საჭირო ინფორმაცია და ძალას, იმოქმედეთ. დღეს შეიძლება ისეთი საქმეები დაიწყოთ, რაც მომავალში წარმატებას მოგიტანთ.

ლომი - საქმეებითა და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. ობიეტურად შეაფასეთ სიტუაცია, მოვლენები. საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ.

ქალწული - დღეს უფროსობის სხვისთვის გადაბარება და თავად პირადი ცხოვრების მოწყობა მოგინდებათ. იყავით მიზანმიმართული და ფორტუნა შანსს აუცილებლად მოგცემთ.

სასწორი - ახალ კოლექტივში მუშაობის საშულება

მოგეცემათ. შეიძლება ზოგიერთ კოლეგას დაუმეგობრეთ კიდეც. იყავით დაკვირვებული და დიპლომატიურად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები.

მორიელი - საქმეებით დატვირთული დღე გელით და შეიძლება ყველაფერი ის არ მოხდეს, როგორც ეს ჩაფიქრებული გქონდათ. დაბრკოლებები მშვიდად, სხვების დახმარების გარეშე, მოაგვარეთ.

მშვილდოსანი - აქტიური მოქმედებების დღე დაგიდგათ. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ და კარგად განიხილეთ დეტალები. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ინიციატივას.

თხის რქა - მნიშვნელოვანი დღე გელით. სირთულეების გადალახვა და გარშემო მყოფებთან მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება მოგიწევთ.

მერწყული - ახალი ცოდნისა და შთაბეჭდილებების მიღების დღეა. ცხოვრებისეული გაკვეთილები ყოველთვის სასიამოვნო არაა. მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები.

თევზები - გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოთ და არა თავისუფლებისთვის. მოერიდეთ უფროსთან დამოკიდებულების გაფუჭებას. საყვარელ ადამიანთან თამამად გამოხატეთ გრძნობები და სურვილები.

კომენტარი