30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. კარგი დღეა თანამოაზრეებთან ერთად პროექტების განსახილველად. ზოგიერთი მეგობრების წრეს შეამცირებს.
კურო
შეიძლება ან ახალ სამსახურში გადახვიეთ, ან ახალ პროექტებზე დაიწყოთ მუშაობა. ზოგიერთს კი მისთვის უცხო სფეროში მოუწევს მოღვაწეობა. ნუ ხართ პასიური და ზარმაცი.

ტყუპი
აკონტროლეთ საქმეები, მოვლენები თქვენ გარშემო და აზრებიც კი. შეიძლება კონკრეტულმა ადამიანმა თქვენზე დიდი გავლენა მოახდინოს. ეცადეთ, არ გადახვიდეთ საზღვრებს.

კირჩხიბი
იყავით მეტად ოპტიმისტური. დღეს ახალ საფეხურზე გადახვალთ. კატეგორიული ნუ იქნებით გარშემო მყოფების შეფასებისას. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი კოლექტივში, სამეგობრო წრეში.

ლომი
კარგი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად, დაწყებული პროექტების დასასრულებლად. ეცადეთ, გვერდით ერთგული ადამიანი, პარტნიორი გყავდეთ. მოძველებული ურთიერთობა გადახალისებას საჭიროებს.

ქალწული
მნიშვნელოვანი ცვლილებების დღეა. სიახლეები გსურთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთი თამაშიდან, ბიზნესიდან გასვლას გადაწყვეტს. ეცადეთ, არ იკამათოთ უფროსთან.

სასწორი
ფიზიკური აქტიურობისა და გადაადგილების დღეა. უფროსს დელიკატურად

აუხსენით, რომ თავისუფალი გრაფიკით უფრო კარგად იმუშავებთ. კარგი დღე ელით სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს.

მორიელი
თუ გამარჯვება გსურთ, ცხოვრების ახალ რიტმზე უნდა გადახვიდეთ. გააუმჯობესეთ ატმოსფერო კოლექტივში, ოჯახში. ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან, ჯგუფის ლიდერთან.

მშვილდოსანი
დღეს ადვილად მიიქცევთ გარშემო მყოფების ყურადღებას. ამიტომ ეცადეთ, მაქსიმალურად ზრდილობიანი იყოთ. შეიძლება დიდი ხნის უნახავ მეგობარს ან ნათესავს შეხვდეთ.

თხის რქა
ნუ მოგერიდებათ კორექტივების შეტანის თქვენს გარემოცვაში, საქმეებში, ფინანსურ სფეროში. ზოგიერთი ბავშვობის ოცნებების ასრულებას გადაწყვეტს. ეცადეთ, სხვა კუთხით შეხედოთ მოვლენებს.

მერწყული
ახალ მეგობრებს გაიჩენთ, იდეების განვითარების ახალი შესაძლებლობა მოგეცემათ. ახალი გეგმების ჩამოწერისას ვარდისფერი სათვალე უნდა მოიხსნათ.

თევზები
ნუ აჩქარდებით მუშაობისას. ეცადეთ, მაქსიმალურად დაკვირვებული იყოთ. სხვისი გამოცდლება, ნეგატიურიც კი, თქვენთვის შეიძლება სასარგებლო გამოდგეს. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხის გაუმჯობესებას.

კომენტარი

×