14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ნუ ხართ ზედმეტად გაღიზიანებული, ფეთქებადი. ეცადეთ, ზედმეტმა ამბიციურობამ უფროსთან უსიამოვნება არ მოგიტანოთ. ზოგიერთს მოუნდება საკუთარი ოჯახის შექმნა, ბინის ყიდვა ან ემიგრაციაში წასვლა.
კურო
შეიძლება, ყველაფერით ბედნიერი არ იყოთ, მაგრამ დღეს უნდა იხაროთ იმით, რასაც რეალურად ფლობთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა იბრძოლეთ სურვილების რეალიზებისთვის.

ტყუპი
გარკვეული საქმეებისთვის ფულის ხარჯვა მოგიწევთ, მაგრამ ეცადეთ, ძირითად თანხას, ან მნიშვნელოვანი საყიდლისთვის გადადებულ ფულს არ მოაკლოთ. მოერიდეთ აფერისტ ადამიანებთან ურთიერთობას.

კირჩხიბი
დღეს ყველგან მთავარ როლში და ყურადღების ცენტრში იქნებით. შეიძლება მოგეძალოთ სენტიმენტები ან საქველმოქმედო ორგანიზაციას დაეხმაროთ. გაგიძლიერდებათ მადა. ზოგიერთი პროფესიის შეცვლაზე ან კარიერულ ზრდაზე დაფიქრდება.

ლომი
ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ და დღეს სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებთ. კარგი დღეა თვალსწიერის გასაფართოებლად, სწავლისთვის. შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ იმაში, რისკენაც ისწრაფოდით.

ქალწული
აზარტული ხართ და ენთუზიაზმით შეუდგებით საქმეების მოგვარებას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან, მფარველთან, ნათესავებთან.

სასწორი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას მშობლებთან, უფროსთან, მეუღლესთან. კოლეგების მომატებული მადის გამო ამბიციები და ძალაუფლებისთვის ბრძოლა იმატებს. მეტად დაიცავით ტრადიციები, მაგრამ გარშემო მყოფებს თავისუფლებას ნუ შეუზღუდავთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს.

მორიელი
ყოველდღიურ ვალდებულებებს კიდევ უნდა შეუთავსოთ რამდენიმე. ყურადღებით მოაგვარეთ იურიდიული, რელიგიური და ტურიზმის ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. აქტუალურია საზღვარგარეთ სწავლის, მკურნალობის, მუშაობის საკითხები. ზოგიერთი შინაური ცხოველის ყოლას გადაწყვეტს.

მშვილდოსანი
მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების, მეუღლისა და ოჯახის მიმართ. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას, ავანტიურიზმსა და აზარტულობას. ნუ გაირთულებთ ფინანსურ სფეროს, ინტიმურ ცხოვრებას.

თხის რქა
ნუ აღფრთოვანდებით იმ ადამიანებით, ვინც ტყუილებით ბუშტებივით იბერებიან და სინამდვილეში არაფერს წარმოადგენენ. ნუ ჩაერევით მშობლებისა და მეუღლის კამათში. აცადეთ ყველას აზრის გამოხატვა, ემოციების ამოფრქვევა.

მერწყული
დღეს განსაკუთრებულად გულკეთილი და სენტიმენტალური ხართ. ეცადეთ, მხოლოდ ახლობლებს დაეხმაროთ და მათ, ვისაც მადლიერების გრძნობა შეუნარჩუნდა. მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიური საქმეების შესრულება.

თევზები
ემოციებით დატვირთული დღე გელოდებათ. მოიმატებს გაუთვალისწინებელი ხარჯი. ზოგიერთს სურვილი გაუჩნდება შვილი ძვირფასი საჩუქრით გაანებივროს ან თავად შეიძინოს პრესტიჟული კურორტის საგზური.

კომენტარი