მარსი ცხელ ზაფხულს გვიმზადებს - გახშირდება კონფლიქტები და მწვავე სიტუაციები,იქნება ავიაკატასტროფები და მიწისძვრები

მარსი ცხელ ზაფხულს გვიმზადებს!
დაწვრილებით წაიკითხეთ ასტროლოგ გიორგი გარბერის Georgy Garber პროგნოზში
Астропсихолог Георгий Гарбер/ასტროფსიქოლოგი გიორგი გარბერი
22 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ტრანზიტული მარსი პრაქტიკულად სტაციონარული ხდება! ეს იმას ნიშნავს, რომ ზეწოლა მერწყულის მე-9 გრადუსზე, სადაც მოხდება მარსის გაჩერება, კოლოსალური იქნება! ისინი, ვისაც დაბადების ჰოროსკოპში აქვს პლანეტა ამ გრადუსში (+/- 5 გრადუსი), და ასევე იმავე გრადუსში ლომის, კუროს და მორიელის ნიშნებში, პირველ რიგში, სხვებზე ძლიერად იგრძნობენ მარსის გაჩერების შედეგებს. მარსი - აქტივობის, მოქმედების იმპულსის, სპორის, კონფლიქტის, ომის და .. პლანეტაა. მარსის სტაციონარობა წარმოუდგენლად აძლიერებს მის კონცენტრაციას მოქმედებისკენ და არის მარსის მარყუჟის დასაწყისი, რომელიც ჩვენ გველის ამ ზაფხულს. მარსის მარყუჟის გზა: მერწყულის 9 გრადუსი - თხის რქის 28 გრადუსი. დამთავრდება მარყუჟი აგვისტოს ბოლოს. ყველაზე საინტერესოა ის, რომ მარსი მთელ თავის მარყუჟს გამოივლის კვადრატურაზე ურანთან - შოკის, მოულოდნელი გაშორების და გადატრიალების პლანეტასთან. შესაძლებელი გავლენები: უეცარი ძველი კონფლიქტების გამწვავება და ახალის აღმოჩენა. სავარაუდოა კონფრონტაციები კუროს და მერწყულის რეგიონებს შორის (გაიხსენეთ, რომელი ქვეყნები ეკუთვნის ამ ზოდიაქოს ნიშნებს). გახშირდება კონფლიქტები და მწვავე სიტუაციები, რომლებიც დაკავშირებულია საჰაერო თემატიკასთან. მოულოდნელობები აეროპორტებში. არა არის რეკომენდირებული დელტოპლანერიზმით გატაცება ან რაიმე მსგავსით. გაიზრდება სავარაუდო ტრავმები მთამსვლელობაში და საჰაერო მოგზაურობებში. უფრო მეტი ვიდრე ყოველთვის იქნება შოკური სიტუაციები სპორტის სამყაროში. ყველაზე დიდ დარტყმას შეიძლება მოელოდნენ მერწყულის, ლომის, კუროს და მორიელის ნიშნრბის პირველ დეკადაში დაბადებულები. ივნისის ბოლო - მარსის სტაციონარობის დროებითი ზონაა. როდესაც მისი გავლენა უფრო კონცენრტირებულია და რაღაცით გვაგონებს ნელი (უმაღლესი) პლანეტების მოქმედებას. თუ გავითვალისწინებთ კვადრატურას ურანთან, რომელიც მდებარეობს ფიქსირებულ ნიშანშიმიწისსტიქიაში, სავარაუდოა მიწისძვრები და ნებისმიერი სახის ფუნდამენტალურობის და სტაბილურობის შერყევა. თვითონ მარსის მარყუჟი გაგრძელდება მთელი ზაფხული და გაივლის სამი რთული დაბნელების ფონზე ივლისში და აგვისტოში, რაც მიგვანიშნებს ძალიან დაძაბულ და სტრესულ ზაფხულზე. მაგრამ დაბნელებეი - ცალკე თემაა.

კომენტარი