სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
იყავით მეტად გაბედული. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ.

კურო
ნუ დაუჯერებთ ლამაზ დაპირებებს, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და გახსოვდეთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. საყვარელ ადამიანს ჭირვეულობის უფლება მიეცით.

ტყუპი
კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. მათი დახმარებით სწრაფად გაუმკლავდებით დაგროვილ საქმეებს.

კირჩხიბი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. ზოგიერთი თქვენს მხარდაჭერას საჭიროებს. საყვარელი ადამიანი სასიყვარულო თავგადასავალს მოგიწყობთ.

ლომი
რაც უფრო მეგობრული იქნებით გარშემო მყოფების მიმართ, მით მეტად დაგეხმარებიან ისინი საქმეების მოგვარებაში. საღამოს მეგობრებთან ერთად შოპინგი მოიწყვეთ.

ქალწული
ნუ ენდობით ტყუილ დაპირებებს. საოჯახო საქმეების მოგვარება თქვენგან მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს. საღამო პოზიტიური ადამიანების გვერდით გაატარეთ. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ საყვარელ ადამიანს.

სასწორი
იყავით ეკონომიური და პრაქტიკული და გახსოვდეთ: ძუნწი ორმაგს იხდის. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. აწონ-დაწონეთ ყოველი ნაბიჯი. საყვარელი ადამიანი კომფორტს შეგიქმნით და მზრუნველობით აგავსებთ.

მშვილდოსანი
საინტერესო და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. პარტნიორის მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი.

თხის რქა
მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. უფროსი კმაყოფილია თქვენი აქტიურობით. სამსახურის საქმეების გამო ნუ გადადებთ პაემანს საყვარელ ადამიანთან.

მერწყული
საკუთარი იდეები გარშემო მყოფებს გაუზიარეთ. მათი დახმარებით ზოგიერთის განხორციელებას შეძლებთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

თევზები
მოწყენის მიზეზი არა გაქვთ, დილითვე მოაგვარეთ საქმეები და ვალდებულებები და მეგობრებთან ერთად სამხიარულოდ გაემგზავრეთ. ზომიერი ფლირტი დასაშვებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100