4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თქვენი მუშაობით ყველაფრისადმი პესიმისტურად განწყობილ კოლეგებსაც კი გააოცებთ. სამსახურში გვიანობამდე ნუ დარჩებით, შინ იდეების განხორციელება და წვეულება გელით.

კურო
არსებობს პრობლემა, რომელსაც თქვენ ვერ მოაგვარებთ? გარშემო მყოფები აღფრთოვანებული არიან თქვენით. აიყოლიეთ კოლეგები და ერთად უფრო სწრაფად და მხიარულად იმოქმედებთ. საღამო საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ.

ტყუპი
იყავით მეტად სერიოზული და მობილიზებული. მნიშვნელოვანი შეხვედრებით დატვირთული დღე გელით, გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით. საღამოს გვიანობამდე კომპიუტერთან ნუ გაჩერდებით, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

კირჩხიბი
საკუთარი საქმეები და საზრუნავი თავზე საყრელი გაქვთ და ეცადეთ, სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ. მართალია, დახმარებაზე უარს ვერავის ეტყვით, მაგრამ, როცა გთხოვენ მხოლოდ მაშინ დაეხმარეთ. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე დადგებით. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი.

ლომი
დღეს მხოლოდ შემოქმედებითი და სასიამოვნო საქმეებით დაიტვირთეთ თავი. გარშემო მყოფებმა იციან, რომ რუტინა სათქვენო არაა და არც შეგაწუხებენ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ; გულახდილი საუბარი გელით.

ქალწული
მუდამ ცდილობთ ყველაფერში პირველი იყოთ, ეს კარგია და დღეს პირველობის საშუალება მოგეცემათ. თუმცა, უმჯობესია, მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე, არ გეშინოდეთ კონკურენტების. პირად ცხოვრებაში ფორტუნა საბედისწერო შეხვედრას გიმზადებთ.

სასწორი
საინტერესო მომენტებით აღსავსე დღე გელით. ზოგიერთი თქვენთვის ხელსაყრელ ხელშეკრულებას გააფორმებთ. პროფესიონალური საკითხების მოგვარებისას ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

მორიელი
დღეს კონკურენტებთანაც კი გამონახავთ საერთო ენას. დიპლომატიურად მოაგვარებთ ყველა უსიამოვნებას. პირადი ურთიერთობაში ეცადეთ იყოთ მეტად გულწრფელი. საყვარელ ადამიანს გაუზიარეთ თქვენ სურვილები, განცდები.

მშვილდოსანი
დღევანდელი დღე მხოლოდ პოზიტიურ და სასიამოვნო მომენტებს გპირდებათ. არ იზარმაცოთ. დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
თქვენნაირ მებრძოლ ადამიანს სირთულეებით ვერავინ შეაშინებს. დღეს საკუთარ საქმეებსაც იდეალურად გაართმევთ თავს და გარშემო მყოფებსაც წაეშველებით. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე დადგებით და საყვარელ ადამიანს გააბედნიერებთ.

მერწყული
სადაც თქვენ ხართ იქ დღესასწაულია. გარშემო მყოფები დამუხტეთ კარგი განწყობით და ერთად იმუშავეთ ახალ პროექტებზე. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თევზები
დღეს გარშემო მყოფებს თქვენი ინტუიციით გააოცებთ. ზოგიერთს მოეჩვენება, რომ მათი აზრების წაკითხვა შეგიძლიათ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ.

კომენტარი