სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თმის ფერები, რომლებიც ასაკს გმატებთ

არასწორად შერჩეული თმის ვარცხნილობა და ფერი ხშირ შემთხვევაში იმაზე მეტ წლოვანებას გმატებთ, ვიდრე რეალურად ხართ. ჩვენ შემოგთავაზებთ ვარცხნილობების ტიპებს, რომლებიც რეკომენდირებულია, რომ არ ატაროთ:

თქვენ ატარებთ ძალიან მოკლე თმას - თუ ჯანმრთელი თმის ღერები გაქვთ და ცვენას ძალიან არ უჩივით, არ არის სავალდებულო ძალიან მოკლე ვარცხნილობა გქონდეთ, რადგან ეს ასაკს იმაზე ბევრად მატებს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

ზედმეტად გრძელი თმა - თუ სალონს იშვიათად სტუმრობთ და სახლის პირობებში გიწევთ თმის მოვლა, მაშინ ჯობია სიგრძე შემაციროთ, რადგან გრძელ თმას განსხვავებული მოვლა და მუდმივად წესრიგში ყოფნა ჭირდება, რაც საკუთარ ძალისხმევას აღემატება, ნაკლებად მოვლილი თმა კი თქვენს ვიზუალს ასაკს უფრო მეტად შემატებს.

მუქი ტონები თმაში - მუქ თმაში თქვენი კანის ფერი უფრო მკვეთრად ჩანს და ყველა დეტალი - იქნება ეს ნაოჭი, გამონაყარი თუ ფერისმჭამელები, კიდევ უფრო მეტად იკვეთება სახეზე, ამასთან ერთად ზედმეტად მუქი თმები ნაკლებად მხიარულად გამოიყურება, რაც თქვენს პატარა ასაკს გამორიცხავს.

კანისა და სახის ფერები იდენტურია - ერთი და იგივე ფერის კანი და თმა თქვენს ვიზუალს ბუნდოვანს ხდის და იკარგება თვალის ჭრილი, ცხვირის ფორმა, ტუჩის მოყვანილობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ვიზუალში.

ფერფლისფერი ტონები არასწორადაა შეხამებული - ეს ფერები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალებში, თუმცა ყველას როდი უხდება. გააჩნია როგორ არის შეხამებული ის თქვენი კანის ფერთან, რა ტონები არის მასში გაერთიანებული და რამდენად ახალგაზრდა სახის კანი გაქვთ. გარდა ამისა, ეს ფერი ხშირად საჭიროებს განახლებას, რათა ბზინვარება არ დაეკარგოს და ბუნებრივ ჭაღარას არ დაემსგავსოს.

რადიკალური ექსპერიმენტები - თუ თქვენ 35 წელს გადააბიჯეთ, ჯობია ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ და აკადემიურ ფერებს მიმართოთ მხოლოდ, რადგან ასეთ დროს დიდი ალბათობაა არასასურველი შედეგი მიიღოთ და გამოსწორებას ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100