9 წესი მატყუარების მარტივად ამოსაცნობად

როგორ გამოვიჭიროთ ადამიანები ტყუილში? ვინ იცის, რამდენჯერ მოვუტყუებივართ ადამიანებს, ჩვენ კი ამას ვერც კი მივმხვდარვართ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბოლომდე ვიყავით დარწმუნებული მათში, იმიტომ რომ გულწრფელად ვენდობოდით , იმიტომ , რომ უბრალოდ საოცრად გვჯეროდა მათი. გქონდეს უნარი მიხვდე , თუ როდის ამბობს ადამიანი ტყუილს, საკმაოდ რთულია. აქ მოცემული 9 წესი მატყუარების მარტივად ამოცნობას გაგიადვილებთ. მაშ ასე , დავიწყოთ:

• ისინი მათსავე შეთხზულ ისტორიებს ზედმიწევნით ვერასდროს იმახსოვრებენ . თუ მათ მოგვიანებით იმავე ამბის ხელახლა მოყოლას სთხოვთ, ხელში მხოლოდ ამბის განსხვავებული ვერსია შეგრჩებათ, რადგან მათ არასდროს ახსოვთ მცირე დეტალები და საუბრისასვერბალურ დროშებსაც საკმაოდ ხშირად ცვლიან . მართალ ადამიანს არასდროს ავიწყდება ის, თუ რა გელაპარაკათ, მას ყველაფერი ზედმიწევნით ახსოვს და მოგიყვებათ, როცა არ უნდა ჰკითხოთ ეს.

• თვალით კონტაქტი თითქმის შეუძლებელი ხდება. საუბრისას ის მუდამ ცდილობს თავი აგარიდოთ , იმის მაგივრად,რომ თქვენ გიყუროთ, თვალების აქეთ-იქით ცეცებას იწყებს. თვალით კონტაქტის ნაკლებობა , გულწრფელობის ნაკლებობას ნიშნავს. ის ფრთხილობს ,რადგან ეშინია ტყუილში არ გამოიჭიროთ .

• მოუსვენრობა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. ხშირად, ადამიანთა არავერბალური კომუნიკაცია უფრო მეტს გვეუბნება მათზე, ვიდრე ვერბალური. გახსოვდეთ,რომ უსიამოვნო ფიქრები , უხერხულ ქცევებს იწვევს. ისინი საუბრისას მუდმივად მოუსვენრად იქცევიან და აქეთ-იქით იწყებენ სიარულს.

• ნერვიულობა კი მათი ქცევის მეორე განუყოფელი ნაწილია. ისინი საუბრისას საოცრად ნერვიულები ხდებიან .

• საუბრისას ამბავს ხშირად უმატებენ ახალ-ახალ და მანამდე უცნობ დეტალებს. ეს ყველაფერი მათ საუბრის გაგრძელებაში ეხმარებათ. მათ შესაძლოა ვერც კი გააკონტროლონ რა გითხრეს რამდენიმე წუთის წინ და უეცრად ამბის ისეთი დეტალის თხრობაზე გადავიდნენ, რომელსაც მასთან კავშირი საერთოდ არ აქვს. ფრთხილად სთხოვეთ ნათქვამის გამეორება და კარგად დააკვირდით,რადგან შეუსაბამობას დეტალებს შორის აუცილებლად აღმოაჩენთ.

• ისინი ცდილობენ ებრძოლონ საკუთარ თავს. მათ ხშირად ქენჯნით სინდისი იმის გამო, რაც გააკეთეს და შინაგანად მუდმივ ჭიდილში არიან თავიანთ მეორე მე-სთან , რომელიც ჩადენილ შეცდომის შეხსენებით სულაც არ იღლება.პოტენციური მატყუარა ყოველთვის დათრგუნული დაიარება.

• ისინი თქვენთან პირისპირ შეჯახებას ყოველთვის გაურბიან. როგორც კი შესაძლებლობა მოეცემათ ცდილობენგაექცნენ თქვეთან სიახლოვეს ,რადგაც შიშობენ ,რომ ერთ დღესაც თქვენ ამას აღმოაჩენთ. მსგავსი საქციელი შინაგანი შფოთვის პირველი ნიშანია.

• მათი შეთხზული ისტორია, ერთი შეხედვით, სწორი არასდროს ჩანს. ისინი ყოველთვის დარწმუნებულები არიან ,რომ მათ უსიტყვოდ დაუჯერებთ და არაფრის ახსნას აღარ მოსთხოვთ, თუმცა, საკმარისია ისეთი რამ უთხრათ ,რაც მათს მონაყოლს ეწინააღმდეგება,რომ თავად დარწმუნდებით რამდენად არარეალური იქნება ყველაფრის გამოსწორებისკენ მიმართული მათი ყოველი ცდა.

• წარსული გამოცდილება. საერთოდ წარსული გამოცდილება ყოველთვის მომავლის საუკეთესო მასწავლებელია. თუ ადამინმა ერთხელ უკვე მოგატყუათ, რა გარანტია გაქვთ,რომ არც ამჯერად იტყუება და სიმართლეს გეუბნებათ?!

წყარო:“I heart intelligence”

კომენტარი