10 ფილმი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

„10 ფილმი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის“ - ამ სათაურის ქვეშ გააერთიანეს კინომოყვარულებმა ფილმები, რომლებსაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ.

ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ კინომოყვარულებმა ათეულს 100%-იანი გარანტიის მქონე სათაური შეურჩიეს, მაგრამ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეს ფილმები ბევრ რაიმეზე დაგაფიქრებთ და მათი ნახვის შემდეგ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავთ.

ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

ჩვენ ერთი გუნდი ვართ/we are marshall - ფილმს საფუძვლად უდევს რეალური ამბავი, რომელიც 1970 წელს ამერიკაში მოხდა. გადაღებულია 2006 წელს და მასში მთავარ როლებს მეტტიიუ მაკკონახი და მეტიუ ფოკსი ასრულებენ.

ანაპოლისი / ANNAPOLIS - ანაპოლისის პრესტიჟული სამხედრო-საზღვაო აკადემიის სტუდენტების შესახებ 2006 წელს გადაღებული სპორტული დრამა, რომელშიც მთავარ როლს ჯეიმს ფრანკო ასრულებს.

ადამიანი,რომელმაც ყველაფერი შეცვალა / MONEYBALL – 2011 წელს გადაღებული სპორტული დრამა, რომელშიც მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს.

ტრიუმფი / THE GREATEST GAME EVER PLAYED - ფილმში 1913 წელს აშშ-ში გოლფის ჩემპიონატზე მომხდარი ამბებია აღწერილი. გადაღებულია 2005 წელს ბილ პეკსტონის მიერ.

არ დანებდე / NEVER BACK DOWN – 2008 წელს გადაღებული სპორტული დრამა, რომელიც მაყურებელს ისე მოეწონა, რომ მეორე და მესამე ნაწილიც გადაიღეს.

დაუმარცხებელი / INVINCIBLE - ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთი პროფესიონალური გუნდის «Philadelphia Eagles»-სა და მისი ერთ-ერთი მოთამაშის შესახებ 2006 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც მსგავსი სცენარის ფილმებში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

ბრწყინვალე გონება / A BEAUTIFUL MIND - რასელ ქროუს მონაწილეობით 2006 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ნიჭიერი მეცნიერის ცხოვრების ისტორიას რომელსაც ჯაშუშები, გასაიდუმლოებული დავალებები, რუსული კოსმოსური ობიექტების გაშიფრები კვალდაკვალ მოსდევენ - სინამდვილეში კი.... დანარჩენი თავად გაიგეთ.

კლასის წინაშე / FRONT OF THE CLASS - ტერეტის სინდრომით დაავადებული ბიჭის ისტორია, რომელიც საკუთარი მიზნისთვის იბრძვის. ფილმი გადაღებულია 2008 წელს.

ნაბიჯი წინ 2 ქუჩები / STEP UP 2 THE STREETS - ქუჩის ცეკვების მოყვარული ახალგაზრდების შესახებ გადაღებული საგის მეორე ნაწილი გახლავთ, რომელიც ეკრანებზე 2008 წელს გამოვიდა და რომელიც ქუჩის მოცეკვავე ენდისა და მისი მეგობრების შესახებ მოგვითხრობს.

ხელშეუხებელნი / INTOUCHABLES - ფრანგული დრამა, რომელმაც 2011 წელს მაყურებელთა აღფრთოვანებაში ყველა რეკორდი მოხსნა. ეს გახლავთ მდიდარი არისტოკრატისა და ღარიბი ბიჭის მეგობრობის ამბავი, რომლებიც სოციალური სტატუსის გარდა სხვა მახასიათებლებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან თუმცა....

კომენტარი