გსურთ ცხოვრებაში თავის გატანა? წაიკითხეთ ფსიქოლოგების 16 მარტივი და ეფექტური რჩევა

ცხოვრება მარტივი არ გახლავთ, თუმცა არც ისეთ რთულია, როგორიც ეს ჩვენ გვგონია, სრულყოფილება დეტალებშია და ხშირად ბევრი წვრილმანი პრობლემის მოგვარება დიდი და სასიამოვნო ცვლილებების საწინდარია. გთავაზობთ სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 16 კონკრეტულ წესს, რომლებიც ცხოვრებაში წარმატების მიღწევას უფრო გაგიმარტივებთ.

არ უყურო ტელევიზორს

არსებობს გამონათქვამი „გააგრძელე სვლა ყველაფრის მიუხედავად“. სცადეთ, ეს მეთოდი ამართლებს.

მოგივიდათ თავში იდეა? ჩაიწერეთ.

აგვიანებთ? მოძებნეთ მეთოდი რათა გაფრთხილოთ ის ვინც გელოდებათ.

არ დასცინოთ სხვის ოცნებებს.

არ დაბრუნდეთ ადამიანებთან რომლებმაც გაგყიდეს. ისინი არ იცვლებიან.

გაატარეთ მშობლებთან მეტი დრო, რადგან მომენტი როდესაც ისინი აღარ იქნებიან მოულოდნელად დადგება.

ზრდილობას ქალაქების დაპყრობა შეუძლია, გამოიყენეთ ეს შანსი.

ისწავლეთ საკუთარი შეცდომების აღიარება.

უარი თქვით მუდმივად წუწუნის ჩვევაზე. ყველა სიტუაციაში გახსოვდეთ ფრაზა „ესეც გაივლის“

ილაპარაკეთ სიმართლე და არაფრის დამახსოვრება არ დაგჭირდებათ.

ძალიან სერიოზული ჩხუბის დროსაც კი ნუ შეჭამთ ადამიანს ცოცხლად. თქვენ შერიგდებით სიტყვები კი მეხსიერებაში დარჩება.

დღის დასაწყისში გააკეთეთ ყველაზე რთული და უსიამოვნო საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი დღის განმავლობაში დისკომფორტი არ მოგასვენებთ.

არავინ არავის წინაშე არ არის ვალდებული, დაივიწყეთ სიტყვა ვალდებულია, გადააგდეთ ის აქტიური ლექსიკონიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში თავად გაებმებით ვალებში და არამხოლოდ მატერიალურ არამედ მორალურშიც.

კომენტარი