სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ის სწორედ ისაა ვისზეც გათხოვება ღირს?

შეყვარებული ხართ, გაქვთ მისდამი ვნება, გრძნობთ ვალდებულებებს, თუმცა მაინც ვერ ხვდებით არის თუ არა ეს ბიჭი სწორედ ის, ვისაც აქამდე ელოდით? მაშინ გაითვალისწინეთ ექსპერტების შემდეგი რჩევები:

შეუძლია თქვენი ბიოგრაფია თქვენ გარეშე შეავსოს. თუკი იმდენად კარგად გიცნობთ, რომ თქვენი ბიოგრაფიის დეტალურად შევსებასაც კი შეძლებს, მაშინ ეს მამაკაცი დასაკარგი არაა. ზედმიწევნით იცის რა გახარებთ, მაგრამ სიღრმისეულად კიდევ გეკითხებათ თქვენ ემოციებზე და ოცნებებზე? გიხაროდეთ, სწორედ ესაა მთავარი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი თქვენი მომავალი ურთიერთობისთვის.

არ გარბის თქვენგან, როდესაც თქვენი ვალების შესახებ იგებს. როდესაც სერიოზული განსაცდელის წინაშე დგახართ, ყოველთვის თქვენ გვერდითაა. არ შერცხვება და არ გაბრაზდება თქვენზე. ამის სანაცვლოდ კი დაგეხმარებათ. თუნდაც გაიგოს, რომ ვალები გაქვთ. აცხადებენ ურთიერთობების ექსპერტები.

ხელს არ გიშლით მოაწყოთ დაქალებთან ღამის ჭორაობები. არ უნდა იგრძნოთ თავი დამნაშავედ, როდესაც დაქალთან დარჩები და ღამეს მასთან ჭორაობაში გაათენებ. ხანდახან პატარა ტაიმ-აუთის აღება თქვნი ურთიერთობებისთვის სასარგებლოცაა. თუ იგი თავისუფლებას განიჭებთ და ზედმეტად არ გზღუდავთ, მაშინ ასეთ მამკაცზე ნამდვილად უნდა იქორწინოთ, აცხადებენ სასიყვარულო ურთიერთობების ექსპერტები.

იღებს თქვენ სოციალურ წრეს. ხანგრძლივი ურთიერთობა იმასაც გულისხმობს, რომ სამეგობრო წრეები ერთმანეთს გააცნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია მიიღოს თქვენი ამხანაგები, მათ შორის ბიჭებიც.

საუბრობს კონფლიქტის დროს. თუ მას შეუძლია და არ ეშინია კონფლიქტურ სიტუაციებში თქვენი საუბრის მოსმენა, კარგის მაჩვენებელია. ე.ი ის თქვენდამი ვალდებულებას გრძნობს და უფრთხილდება ურთიერთობებს.

თუ ერთგულების საკითხში ჩამოყალიბებული შეხედულება აქვს.

და ბოლოს, თუ გრძნობთ, რომ ის ერთადერთია. ჩვენ შესაძლოა დიდი სია შემოგთავაზოთ თუ როგორი შეიძლება იყოს ის ერთადერთი ვისთანაც უნდა იქორწინოთ, მაგრამ ეს მაინც თქვენ შინაგან გრძნობებზეა დამოკიდებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100