5 საჭირო და საინტერსო რჩევა სიყვარულსა და ურთიერთობებზე მწერლებისგან

ვის შეიძლება ჰკითხო რჩევა რომანტიკულ ურთიერთობებზე თუ არა რომანისტებს, ისინი ხომ კარგად ერკვევიან სასიყვარულო ურთიერთობებში და სწორედ ამის დახმარებით აქციეს საკუთარი წიგნები ბესტსელერებად. გთავაზობთ ძალიან საინტერესო და საჭირო რჩევას რომანების ავტორებისგან.

დააკვირდი როგორ ექცევა მიმტანებს. როგორც ელისა ჯეიმსი, ავტორი წიგნისა „სამი კვირა ლედი იქსთან“ მიიჩნევს, ერთ-ერთი საინტერესო მომენტი ჯეინ ოსტინის „გრძნობა და გონებიდან“ სწორედ გმირის მოსამსახურეებთან ქცევაა. ჩვენ შეიძლება ყურადღებას ვაქცევთ მამაკაცის საბანკო ანგარიშებს, თუმცა არც ის იქნება ურიგო მასთან სადილობისას იმასაც დავაკვირდეთ, როგორ ეპყრობა მასზე ქვემოთ მდგომებს. ეს ქცევა ჩვენ იქამდე უნდა გავიგოთ, სანამ მასთან ხანგრძლივ ურთიერთობას გავაბამთ.

იყავით დამოუკიდებელი ქალბატონი. როგორც მწერალი სოფი ჯორდანი იხსენებს, მან მისი მეუღლე ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო როდესაც უნივერსიტეტში სწავლობდა. 24 წლის ასაკში მასზე დაინიშნა, ერთ წელიწადში კი ცოლად გაყვა. სოფი მეუღლეს თვითდაჯერებულ მამაკაცად ახასიათებს, რომელმაც ზუსტად იცის რაც უნდა. ქალების უმრავლესობა ვერ უშვებს იმ ფაქტს, რომ თხოვდებიან და უნდა იყვნენ ვიღაცის მზრუნველობის ქვეშ. მწერალი ფიქრობს, რომ იმაში არაფერია ცუდი აღიარო, რომ ეძებ სიყვარულს, მაგრამ ამავდროულად უნდა იყოთ თვითმყოფადები.

კომუნიკაცია. ჯეისი ბარტონი ავტორი წიგნისა „იმედის ნაპერწკალი“ თვლის, რომ ყველა ურთიერთობის საუკეთესო გასაღები კომუნიკაციაა. მამაკაცებს ხშირად ჰგონიათ, რომ მათი საუბარი ქალბატონებისთვის გასაგებია, თუმცა რეალურად კაცები საკმაოდ ცოტას და მოკლე წინადადებებით საუბრობენ. ძლიერი სქესის წარმომადგენლები კარგი კომუნიკატორები არ არიან, ისინი მათ ემოციებს, ისე როგორც სუსტი სქესი, ვერ გადმოსცემენ. ავტორი მიიჩნევს, რომ თუ შეყვარებულს მისი პარტნიორი ძლიერ უყვარს, მაშინ მასთან 100 პროცენტით ღია და პატიოსანი უნდა იყოს.

მოირგე მისი ფეხსაცმელი. კერან კრამერი მკითხველს ურჩევს, რომ ყოველთვის საყვარელი ადამიანის თვალით უყურონ ყველაფერს. თუ შესაძლებელია მისი ბავშვობაც წარმოიდგინონ. მწერლის თქმით, ის ამას დღემდე აკეთებს. „ეს მე მახსენებს იმას, რომ ადამიანი რომელიც ახალგაზრდობაში შემიყვარდა, ისევ იგივეა. ასე რომ, როდესაც მასზე ვბრაზდები, მის თვალით ვიწყებ ყურებას. როდესაც გაიგებთ და წარმოიდგენთ, როგორ უყურებს ის მსოფლიოს, მასთან კომუნიკაციაც გაგიადვილდებათ. შეგიძლიათ დაელაპარაკოთ და აპატიოთ. ეს ის ბიჭი და ის კაცია, რომელიც თქვენ ოდესღაც შეგიყვარდათ და დღემდე გიყვართ“.

ისაუბრეთ თქვენ ფანტაზიებზე. ბაია ბენქსი მკითხველებს ურჩევს, რომ პარტნიორს ესაუბრონ ბინძურად და გაუზიაროთ მას ფანტაზიები. ორგაზმი ტვინში იწყება. კაცებს უყვართ, როდესაც ასე იქცევით. შესთავაზეთ პირდაპირ - „ხომ არ გავიხადოთ და დაკვავდეთ სექსით?“ საუბარი მასთან ასევე მნიშვნელოვანია. ეს თქვენც კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. პარტნიორთან საუბარი ინტიმურიცაა.

კომენტარი