არ გაკმაყოფილებთ საკუთარი სექსუალური ცხოვრება? მაშინ გაეცანით სექსოლოგების 8 კონკრეტულ რჩევას

სექსუალურ ურთიერთობაში რუტინისგან დაიღალეთ, მაშინ გთავაზობთ სიყვარულით დაკავების ორიგინალურ მეთოდებს, რომლებიც დაუვიწყარ შეგრძნებებს გაჩუქებთ.

სექსი კიკი - ეს გახლავთ მაქსიმალურად სწრაფი სექსი, წინასწარი მომზადების გარეშე, ტანსაცმლის გაუხდელად და იქ სადაც მოგინდებათ. სწორი ადგილი კიკისთვის? ნებისმიერი ადგილი სადაც ვნებები მოგაწვებათ, იატაკი სასტუმრო ოთახში, ავტომობილი, ტუალეტი ბარში, ლიფტი, კიბე, ბოლო რიგი კინოში ან ტანსაცმლის მოსაზომი კაბინა მაღაზიაში. სწორი დრო? რაც უფრო სპონტანურად მოხდება მით უფრო ეფექტურია. წესები? არ ღირს ხმაური და ყვირილი. ამ ტიპის სექსით სიამოვნების მიღების მთავარი საიდუმლო სწორედ სიჩუმეა.

კარეზას პოზა - ეს ტერმინი იტალიური სიტყვა carezza - დან მომდინარეობს, რაც თარგმანში ალერსს ნიშნავს. მისი მთავარი საიდუმლო ე.წ. მშრალი ორგაზმი გახლავთ, რომელიც პარტნიორთან ემოციურ კავშირს დაგამყარებინებთ. კარეზათი დაკავების საუკეთესო დრო დილაა, ნაზად გაუღიმეთ პარტნიორს, უყურეთ თვალებში, ისუნთქეთ სინქრონულად, ჩაეხუტეთ, ნაზად მიადეთ ერთმანეთს მკერდი, გამოეცით სიამოვნების ხმები, მაგრამ არა სიტყვები, გაუკეთეთ პარტნიორს მსუბუქი მასაჟი, მიადეთ ყური მის მკერდს და მოუსმინეთ გულისცემას. სექსოლოგები ირწმუნებიან, რომ კარეზას საშუალებით ბუნების მოტყუება და ორგანიზმისთვის ბედნიერების ჰორმონის გამოყოფის იძულებაა შესაძლებელი. კარეზას შემდეგ წყვილი განიცდის მსუბუქ ბურუსს სექსუალური აქტისგან, რომელიც არ ყოფილა.

აკვასუტრა - ეს გახლავთ სექსუალური აქტი წყალში და ის ეროტიკულ ათეულებში ყოველთვის ლიდერობს. სექსოლოგთა განმარტებით აბაზანაში კუნთები მოშვებულია კანი კი რბილი, რაც სიამოვნების მიღებას უფრო აადვილებს, შხაპის ქვეშ სექსი კი უფრო აგრესიული და საოცრად შთამბეჭდავია. აკვასუტრით დაკავების დროს საჭიროა სიფრთხილე, რადგან წყალში პრეზერვატივი ადვილად იხევა.

აუთდორ სექსი - ეს გახლავთ სექსი სუფთა ჰაერზე, მისთვის იდეალური ადგილია სახლი ქალაქგარეთ ან აგარაკი. რაც შეეხება დროს, ის სასიამოვნოა დღისითაც და ღამითაც. ოთხკედელს შუა სექსისგან განსხვავებით ღია სივრცეში თავისუფლების შეგრძნება ჩნდება რაც სექსუალურ აქტს უფრო სასიამოვნოს ხდის.

სექსი გურმე - შესთავაზეთ პარტნიორს ეროტიული სადილი, აჭამეთ ერთმანეთს ხელით, მიირთვით და თან ეალერსეთ ერთმანეთს. ეს საოცრად აღგაღზნებთ ორივეს და დაუვიწყარი სექსიც გარანტირებული გექნებათ.

ფიტნეს ეროტიკა - ეს გახლავთ ხშირი და სწრაფი ალერსი, დაღლამდე კოცნეთ და ეალერსეთ პარტნიორს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით სექსზე.

ტანტრიკული სექსი - ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, ოდესღაც ინდოეთში პრაქტიკაგამოვლილი ტანტრიკული სექსი დღეს ისევ მოდურია. მასში დიდ როლს თამაშობს მზერა, სუნთქვა, მოფერება, მასაჟი და რაც მთავარია ხანგრძლივი ორგაზმი.

კიბერსექსი - ეს გახლავთ ეროტიკული ქცევა ონლაინში, სექსუალური ჩატი, ვიდეოკამერის ან მის გარეშე. კიბერსექსს ასევე მიეკუთვნება მისი ერთ-ერთი მსუბუქი ფორმა სექსი ტელეფონით. სტატისტიკის თანახმად კიბერსექსით ყოველდღიურად არის დაკავებული ინტერნეტმომხმარებლების 30% ამიტომ ამაში ცუდი არაფერია, თუმცა სიფრთხილეც გმართებთ, რადგან კიბერსექსით ხშირად დაკავების შემთხვევაში ის დამოკიდებულებას იწვევს და შესაძლოა რეალურ ცხოვრებაში სექსუალური პრობლემები გაგიჩნდეთ.

კომენტარი