სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა საფრთხის წინაშე დგას ქმართან დიდი ასაკობრივი სხვაობის მქონე ქალი?

„ნუ იჩქარებთ ოჯახის შექმნას თუ თქვენი რჩეული მამაკაცი თქვენზე ასაკით ბევრად უფროსი ან უმცროსია„ - ამ რჩევას ქალბატონებს გერმანელი მეცნიერები აძლევენ. მათი განმარტევით ასეთ ქორწინებებში ქალი ნაადრევად ბერდება.

როდესაც მამაკაცი ცოლზე ბევრად უფროსია და ქალი დროზე ადრე იწყებს დაბერებას, ამ მოვლენის ახსნა მეცნიერებისთვის რთული არ იყო. რადგან ასაკით უფროსი მამაკაცის გვერდით ქალი ცდილობს ფეხი აუწყოს ქმარს, მათი ცხოვრების სტილი ერთმანეთს ემსგავსება.

ხოლო რაც შეეხება მეორე შემთხვევას, როდესაც მამაკაცი ცოლზე ასაკით უმცროსია და ქალი სწრაფად იწყებს დაბერებას, ამ მოვლენის ახსნას მეცნიერები ჯერ-ჯერობით ვერ ხსნიან. დაუდგენელი მიზეზის მიუხედავად მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ფაქტი ფაქტად რჩება და ქალის ორგანიზმს ასაკით უმცროსი ქმარიც აბერებს.

კვლევის ავტორები ასევე განმარტავენ, რომ საუკეთესო ვარიანტია, როდესაც წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 5 წელიწადს არ აღემატება.

კომენტარი