სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა შეცდომებს ვუშვებთ სამსახურის ძებნისას...

რეზიუმეს გაგზავნა პოტენციურ დამსაქმებელთან ჩვეულებრივი, უფრო ზუსტად კი აუცილებელი მოვლენაა.

როდესაც თქვენ სამსახურს ეძებთ, როგორ აკეთებთ ამას? სავარაუდოდ, განცხადებებს ათვალიერებთ და შემდეგ ცდილობთ დაუკავშირდეთ იმ კომპანიას, რომლის მიერ გამოცხადებული ვაკანსიაც თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა. თუმცა ეს არ არის სამსახურის ძიების ერთადერთი გზა და იმ დროში, როდესაც სოციალური მედიას თითოული ჩვნეთაგანის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი უჭირავს, ხშირად მიმართავენ სამსახურის ძიებას სოციალური მედიის საშუალებით.

ამ სტატიაში გაგაცნობით იმ შესაძლო შეცდომებს, რომლებიც შეიძლება დაუშვათ სოციალურ მედიასთან ურთიერთობით და თქვენს კარიერაზე უარყოფითი ასახვა ჰპოვოს. ეცადეთ გაითვალისწინოთ შესაძლო შეცდომები და რჩევები, ასე თქვენი შანსი იპოვოთ სასურველი სამსახური, გაიზრდება.

მაგალითად, თუ თქვენ დაესწარით რაიმე სემინარს და არსებობს იმის შანსი, რომ ტრენერი დაგეხმაროთ სასურველი სამსახურის მოძებნაში, თქვენ ალბათ ეცდებით ამ ადამიანთან უფრო ახლო ურთერთობა დაიჭიროთ და სახლში მისული სოციალურ მედიაში დაკავშირების თხოვნას გაუგზავნით. ძალაინ ბევრი ადამიანი იქცევა ასე და თითქოს აქ განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ასე არ უნდა მოიქცეთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ტრენერმა თვითონ არ მოგიწოდათ რომ, ვთქვათ Linkedin’ზე დაუკავშირდეთ. სხვა შემთხვევაში, როდესაც დამატების თხოვნას გაუგზავნით, იგი უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეს, ვიანიდან მოუწევს გადაწყვიტოს დაგთანხმდეთ თუ არა.

მაშ ასე,

რჩევა 1: ეცადეთ, რომ პოტენციურ დამსაქმებელს თავი უხერხულად არ აგრძნობინოთ. ამით თვითნ იწერთ მის თვალში მინუსს.

ბევრი ადამიანი მიჩვეულია, ვთქვათ Facebook’ზე, ისეთი სტატუსების წერას, რომ მთელი დღის ამბებს ასაჯაროებს. თუ თქვენ მათ რიცხვს მიეკუთვნებით, გასაუბრებიდან დაბრუნებული საჯაროდ მოყვებით მის შესახებ. თუმცა სანამ რამეს დაასტატუსებდეთ, კარგად დაფიქრდით. თქვენ მეგობრებს არ სჭირდებათ გასაუბრების დეტალების ცოდნა. მათთვის ისიც საკამრისია, თუ ეცოდინებათ, რომ სამსახურს ეძებთ, ან რომ ახალი სამსახური იშოვეთ. თუ თქვენ დაასტატუსებთ, რომ ძალიან კარგი ინტერვიუ გქონდათ რომელიღაც კომპანიასთან, მომდევნო კვირას შეიძლება მოგიწიოთ იმის დასტატუსება, რომ ამ სამსახურში არ მიგიღეს, რაც თავისთავად, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ. გარდა ამისა, ასეთი სტატუსით თქვენ ამცნობთ სხვა ადამიანებს რომ ამა და ამ კომპანიაში ვაკანსია არსებობს და ამ გზით შეიძლება დამატებითი კონკურენტებიც გაიჩინოთ.

რჩევა 2: არ გაასაჯაროოთ გასაუბრების დეტალები.

თუ თქვენ სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელი ხართ, აქტიურად აზიარებთ სხვადასხვა პოსტებს, აკომენტარებთ, ასტატუსებთ, დაფიქრდით, რაიმე სისულელეს ხომ არ წერთ ან აზიარებთ? ძალიან ხშირად მას შემდეგ, როცა თქვენი რეზიუმე საინტერესო კანდიდატთა სიაში მოხვდება, იწყება თქვენს შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესი. დამსაქმებელი ცდილობს გაარკვიოს თქვენ შესახებ რაც შეიძლება მეტი, ამ პროცესშო, თქვენს სოციალური მედიის გვერდებსაც ათვალიერებს და თუ სადმე რაღაც შეუსაბამო, სისულელე ან უცენზურო გიწერიათ, შეიძლება ამან თქვენი იდეალური რეზიუმეც გადაჩრდილოს და საინტერესო კანდიდატებიდან შავ სიაში გადაინაცვლოთ.

რჩევა 3: აკონტროლეთ, რას აზიარებთ სოციალურ მედიაში და ეცადეთ, თქვენი გვერდი ყოველთვის წესრიგში იყოს.

იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ქალბატონი სამსახურში აიყვანეს და მან დაპოსტა შემდეგი “Cisco’მ შემომთავაზა სამსახური. ახლა უნდა გადავწყვიტო, მიღირს თუ არა მსხვილ ხელფასად ყოველდღე შორ გზაზე სიარული და სამსახურის სიძულვილი.”

ეს პოსტი კომპანიის წარმომადგენლება ნახეს და თავისთავად, გადახედეს თავიანთ გადაწყვეტილებას ამ ქალბატონის სამსახურში მიღების თაობაზე.

რჩევა 4: ეცადეთ თქვენი პროფილის ფოტოები სოციალურ მედიაში შეესაბამებოდეს თქვენს ყოველდღიურობას.

ერთი ქალბატონი თავის linkedin პროფილზე საკმაოდ მოწესრიგებულად გამოიყურებოდა და ძალიან დააბნია რეკრუიტერები, როდესაც გასაუბრებაზე ყოველდღიურ ჩაცმულობაში გამოწყობილი და აწეწილი თმით მივიდა. მისი რელური სახე სოცილურ მედიაში განთავსებული ფოტოსგან ძალიან განსხვავდებოდა.

რჩევა 5: ნუ გამოიყენებთ Youtube’ს წინა სამსახურისთვის თავის დასანებებლად.

როდესაც ახალ სამსახურს იწყებთ, სასურველია რომ წინა სამსახურიდან “ცანცარით” არ წამოხვიდეთ. ზოგიერთმა, როდესაც სამსახურის მიტოვება გადაწყვიტა, კრეატიული ვიდეო გადაიღო ამის აღსანიშნავად (ალბათ, გახსოვთ გოგონა, რომელიც სამახურიდან ცეკვა-ცეკვით წავიდა). რაღაც შემთხვევაში, ასეთი გზა შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ ვიდრე ასე სკანდალურად დატოვებთ სამსახურს, დარწმუნიდთ, რომ უკან დასაბრუნებელ გზას არ ჭრით. გახსოვდეთ, Online – ეს სამუდამოა.

წარმატებებს გისურვებთ სამსახურის ძიებაში და ეცადეთ ასეთი შეცდომები არ დაუშვათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100