სასარგებლო რჩევები ქალბატონებს

1. გაუხეშებულ ხელებს არბილებს თბილი,არარაფინირებული მცენარეული ზეთი:წაისვით და გაიჩერეთ 5 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ კი დაიშრეთ.

2.თუ ფეხის ფრჩხილები გიყვითლდებათ და შრეებად გეყოფათ,მოხარშეთ კაკლის ხის 10 ფოთოლი და ორი კვირის განმავლობაში ათწუთიანი აბაზანები გაიკეთეთ.

3.თუ სახე ჭორფლიანი გაქვთ, ყოველდღე წაისვით ლიმონის წვენისა და 3% წყალბადის ზეჟანგის ნარევი.

4.ფრჩხილების გასამაგრელბლად საჭიროა ათწუთიანი მარილის აბაზანების გაკეთება,შემდეგ კი ფრჩხილების იოდი წაუსვით.

5.მუცელზე ზედმეტი ცხიმი არ მოგეკიდებათ,თუკი ყოველი 2 სთ-ის განმავლობაში, ფეხზე მდგომი თუ დამჯდარი, 8-10 ჯერ ამოისუნთქავთ და შეისუნთქავთ მუცლით.

6.ორგანიზმში რკინის ნაკლებობა თმის სიმშრალესა და ფრჩხილების ხშირ მტრევას იწვევს.მიიღეთ ვიტამინი B12. ჭამეთ ხორცი,ღვიძლი,წიწიბურა, ვაშლი , სასურველია ''ანტონოვკა'' , ჭერმის ჩირი,ქიშმიში და კვერცხის გული ნებისმიერი სახით.

7.ცხიმიანი თმის ძირების გასამაგრებლად გააკეთეთ შემდეგი სახის ნაყენი:3 სუფ.კ მუხის ქერქს დაასხით 1 ლ.წყალი.ხარშეთ 15 წუთი, შემდეგ დაუმატეთ 20 გრ. ჭინჭრის და ორავანდის წვენი.შეიზილეთ თმის ძირებში კვირაში 2-3 ჯერ.

8.თუ თმები გცვივათ,მოხარშეთ დაფნის ფურცელი და ნაყენი თმის ძირებში შეიზილეთ.

9.ჭორფლი თითქმის გაგიქრებათ,თუ ხშირად გაიწმენდთ სახეს შემდეგი ხსნარით:20 გრ ძმარი,15 გრ ლიმნის წვენი,10 გრ ადუღებული წყალი.

10.ყელზე გამუდმებით უნდა იხმაროთ მკვებავი კრემები, რადგან სახის კანისგან განსხვავებით აქ ცხიმოვანი ჯირკვლები არ არის.

11.ფრჩხილების ლაქი გაშრება და დიდხანს არ მოგცილდებათ,თუ თითებს მაშინვე ჩაჰყოფთ ცივ წყალში 1-2 წუთით.

12.თუ გსურთ მეჭეჭი მოიცილოთ,ხშირად წაისვით ქონდარი.

კომენტარი

×