საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო სწავლებას გეგმავს

სულ ცოტა ხნის წინ აფხაზურმა ვებ-გვერდმა "abkhaziainfo.com"-მა „იტარ-ტასზე“ დაყრდნობით საკმაოდ საგანგაშო განცხადება გაავრცელა: 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსუეთის სამხედრი ისტებლიშმენტი ერთობლივი სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალებიც მიიღებენ.

ამ ინფორმაციის გავრცელებისას თავად „იტარ-ტასი“ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენერალური შტაბიდან მიღებულ წყაროს უთითებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ინფორმაცია რეალურია და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ან დაწყებამდე რუსეთი ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან ფართომასშტაბიანი სწავლების დაწყებას აპირებს.

კაცმა რომ თქვას, რუსეთის მხრიდან ამგვარი გათვლა მოულოდნელი ნამდვილად არ არის, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსული რეგულარული არმიის ნაწილების შემოჭრამდე ჩრდილოთ კავკასიაში მსგავსი ხასიათის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართული იყვნენ რეგულარული არმიის თითქმის ყველა სახის დანაყოფები, სამხედრო-საჰაერო ძალების ჩათვლით.

„სამეთაურო-საშტაბო სწავლებები“ - ასე ჰქვია ოფიციალურად იმას, რასაც რუსეთი 2012 წლის სექტემბერში გეგმავს: „დაგეგმილია, რომ სწავლების მიმდინარეობის დროს, სამი არმიის ოფიცერთა მხრიდან დამუშავებული იქნება ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედების მეთოდები კომპიუტერული მოდელირებისა და მართვის ახალი, ავტომატიზირებული სისტემების მეშვეობით. ფართომასშტაბიანი მანევრები არ იგეგმება და სწავლებებში ჩაერთვება სამი მონაწილე სახელმწიფოს საჯარისო შენაერთების მხოლოდ მცირე ნაწილი“, - „გვამშვიდებს“ ბოლოს რუსეთის გენშტაბი (მე შენ გეტყვი და, მასშტაბების გაზრდა გაუჭირდებათ).

„ჩანაფიქრი და სწავლებების რაიონი ჯერჯერობით არ კონკრეტდება, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი სამხრეთის სამხედრო ოლქის საზღვრებში ჩატარდება“, - ამბობენ გენშტაბში, ხოლო რუსეთის სახმელეთო ჯარების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა სერგეი ვლასოვმა „იტარ-ტასს“ განუცხადა, რომ უცხო ქვეყნების არმიებთან დადებული შეთანხმების თანახმად, სწავლებებში ჩართულ დანაყოფებთან ერთად დაგეგმილია 70 ერთობლივი ღონისძიების ჩატარება, ხოლო საომარ მოქმედებებთან მიახლოებული სცენარით 11 ერთობლივი ღონისძიება ჩატარდება.

კომენტარი