სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირანი, აშშ-ს სანაპიროსთან, სამხედრო გემებს გააგზავნის

ირანული სამხედრო ხომალდები, ახლო მომავალში, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპიროსთან აღმოჩნდნენ. ასეთ შესაძლებლობას ირანის ხელისუფლება განიხილავს.

ეს დაუჯერებელი ინფორმაცია, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, ჰაბიბოლა საიარიმ, ერაყის 80-იანი წლების ომის დაწყების 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაახმოვანა. მან აღნიშნა, რომ ეს მოქმედება პასუხი იქნება ირანის საზღვრებთან ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდების მიახლოებასთან დაკავშირებით. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, არ ზუსტდება.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები, ირანის ირგვლივ, სპარსეთის ყურეში, სამხედრო ბაზებს ქმნის, რომელთა ახალი სამხედრო ხომალდებით გაძლიერებაც იგეგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100