სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ–ის შეიარაღებული ძალები შავ ბერეტებზე უარს ამბობს

აშშ–ის სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელობამ განცხადება გააკეთა,რომ იგი უარს ამბობს შავ ბერეტებზე, როგორც უნიფორმის შემადგენელ ნაწილზე. – ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება.

სახმელეთო ძალების სარდლობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შავ ბერეტებთან დაკავშირებით უამრავი საჩივარი დაგროვდა მისი არაპრაქტიკულობის გამო.

ბერეტი აშშ–ის არმიაში 10 წლის წინ შემოიღეს, როგორც ფორმის შემადგენელი ნაწილი, ახლა კი მას კეპი ჩაანაცვლებს, – აცხადებენ სახმელეთო ზალების სარდლობის პრეს–ცენტრში.

ეს ცვლილება ეხება მილიონზე მეტ აქტიურ სამხედრო მოსამსახურეს, რეზერვისა და ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლებს და ამავდროულად დაზოგავს ბიუჯეტსაც, რადგან კეპი ბერეტზე თითქმის ორჯერ იაფია და 6,5 დოლარი ღირს.

ბერეტები დარჩებათ მხოლოდ მათ, ვისთვისაც იგი განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს: არმიის სპეცრაზმს, რეინჯერებსა და საჰაერო–სადესანტო ნაწილებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100