სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი „ბულავას“ ცდის

„ბულავას“ ტიპის საზღვაო ბაზირების სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსის გამოცდა თეთრი ზღვის აკვატორიაში, ივნისის მეორე ნახევარშია დანიშნული. გასროლა განხორციელდება ატომური წყალქვეშა ნავიდან „Дмитрий Донской“. გამოცდისათვის ასევე მზად არის ახალი წყალქვეშა რაკეტმზიდი „Юрий Долгорукий“. ორი გასროლა პირველი წყალქვეშა ნავიდან განხორციელდება, ხოლო დანარჩენი მეორედან.

იგეგმება, რომ ბალესტიკური რაკეტა „ბულავა“ რუსეთის საზღვაო სტრატეგიული ბირთვული ძალების ძირითადი შემადგენელი ნაწილი გახდეს. თუ გამოცდა წარმატებით განხორციელდება „ბულავას“ ამავე წელს მიიღებენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო საზღვაო ფლოტში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100