სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი კასპიის ზღვის ფლოტილიას აძლიერებს

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა, ვლადიმერ ვისოცკიმ, რუსეთის საზღვაო კოლეგიის სხდომაზე განაცხადა, რომ 2020 წლისთვის, კასპიის ზღვის ფლოტილია 16 ახალი საბრძოლო ხომალდით შეივსება. უკვე მიმდინარე წელს, ფლოტილია 3 სადესანტო ხომალდსა და 2 სარაკეტო კატარღას მიიღებს. მომავალში ამ მიმართულების უფრო მეტად გაძლიერება და საბრძოლო ტექნიკით შევსება იგეგმება. ამ რეგიონში კონფლიქტის გაღვივების სერიოზული საფრთხე არსებობს კასპიის ზღვის სტატუსის დაურეგულირებლობის გამო. სწორედ ამიტომ რუსეთის ფედერაცია წინასწარ თადარიგს იჭერს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100