სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული პარტია“ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებას მოითხოვს

„ქართული პარტია“ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებას მოითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ოქრუაშვილის პოლიტიკური გაერთიანების წევრებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს, რომელშიც პარტიის ლიდერის პოლიტიკური დევნილობის პერიოდზე საუბრობენ და მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას აუცილებლობად მიიჩნევენ.

„ქართული პარტიის“ განცხადებით, საფრანგეთმა ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ დევნილად აღიარა, სხვადასხვა უფლებადამცველები კი 2007 წლიდან დღემდე მას პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ.

პარტიის წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის წევრების მიერ გაკეთებულ განმარტებებს ბუნდოვანს უწოდებენ და პოლიტპატიმრად აღიარებასთან ერთად მისი საქმის განხილვის ზუსტი თარიღის ცნობას მოითხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100