პრეზიდენტი ლაზიკაზე: „მე გადავწყვიტე, მე ჩავრიცხე, მე ვაკეთებდი და მე გავაკეთებ...“ (ვიდეო)

ლაზიკას მშენებლობის შეჩერებით 6.500 სამუშაო ადგილი დაიკარგა, - ამის სესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 4 დეკემბერს სამეგრელოში ყოფნისას განაცხადა, სადაც ის ადგილობრივი მინიციპალიტეტისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტი მათ საათზე მეტხანს ზუგდიდის მთავრობის სახლში ესაუბრა, მოგვიანებით კი ლაზიკის ტერიტორიაზე გავიდა და იქაურობა დაათვალიერა.

პრეზიდენტი ლაზიკის მშენებლობის გაგრძელებას ითხოვს და მოუწოდებს ახალ მთავრობას, ერთი ადამიანის ჯიბრს ნუ გადააყოლებენ მშენებლობას, რომლის უკანაც ამდენი ოჯახი დგას: „დაივიწყეთ, რომ ეს სააკაშვილის ინიციატივა იყო და დაარქვით მას თუნდაც პრემიერ-მინისტრის, ან სხვა ვინმეს ინიციატივა, ოღონდ ააშენეთ და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ჯიბრს ნუ გადააყოლებთ“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა და იქვე დაადასტურა, რომ ლაზიკას მშენებლობისთვის ფული ადგილობრივი ბიუჯეტიდან მისი მითითებით ირიცხებოდა:

„პროკურატურის მხრიდან ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ ზეწოლა - ეკითხებიან, რატომ ირიცხებოდა ფული ლაზიკას მშენებლობისთვის. იმიტომ ირიცხებოდა, რომ მე ვავალებდი: მე ვაკეთებდი, მე ვრიცხავდი და ვინც რა უნდა თქვას, სწორედ მე გავაკეთებ ამას ბოლომდე“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეო: ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო გამოშვება

კომენტარი