სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: „ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ, საქართველოს სამშვიდობოზე გავიყვანთ“ (ვიდეო)

„მინდა ყველას მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. წმინდა გიორგი სიმბოლო ბოროტების დამარცხების და სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. ეს ტაძარიც სწორედ ამ სიმბოლოს განასახიერებს.

ასწლეულების განმავლობაში დამყრობლები ანგრევდნენ, მიწასთან ასწორებდნენ ბაგრატის ტაძარს, მის აღდგენასაც ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. საქართველოში სულ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რომ ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია, მაგრამ იმ პირობებშიც კი როდესაც გაძლიერდა ინსტიქტი, ისმის მოწოდებები, რომ უნდა მოხდეს ნგრევა, ისევ განადგურება, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერ განხორციელდება, რადგან ჩვენი ხალხი ამას არ დაუშვებს.

მინდა განვაცხადო, რომ მე ჩვენ ხალხთან ერთად ვიყავი მშვიდობის დროს, ომის დროს, გაჭირვების დროს, აღმშენებლობის დროს და მე ჩემს ხალხს არ მივატოვებ არც განსაცდელში. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ ამ პრობლემებს, ჩვენ გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოზე.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100