ნატოს გენმდივანი პირველად სააკაშვილს, შემდეგ კი ივანიშვილს შეხვდება

ალბათ, ბიძინა ივანიშვილისთვის ისიც გაუგებარი დარჩება, რატომ ხვდება დღეს პრაღაში ანდერს ფოგ რასმუსენი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილს, შემდეგ კი ბრიუსელში - მილიარდერ პრემიერმინისტრს. ალბათ, ჩვეული, გაკვირვებული ტონით იტყვის: „ჩვენ გამარჯვება მოვახერხეთ და სააკაშვილს რატომ უნდა შეხვდნენ პირველად, გაუგებარია, მაგრამ ამაზე აღარ ვისაუბრებ...“

სანამ ივანიშვილი სუბორდინაციაში, დიპლომატიურ ეტიკეტსა და მსგავს, პოლიტიკოსისთვის, ქვეყნის მმართველისთვის აუცილებელ დეტალებში გაერკვევა, ნატოს გენმდივანი საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ყველაზე კომპეტენტური - ქვეყნის პირველი პირისგან მიიღებს. ამის შემდეგ ის პრემიერ-მინისტრსაც მოუსმენს და, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო პერიოდში და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც დადებულ პირობას შეახსენებს, რომ საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

სავარაუდოდ, ივანიშვილს რასმუსენისგან საყვედურების მოსმენაც მოუწევს, იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც თბილისში ნატოს სამხედრო საბჭოს დელეგაციის ვიზიტი ერთხელ უკვე გადაიდო. შეგახსნებთ, რომ გენშტაბის ხელმძღვანელის დაკავების შემდეგ ნატოს პრესცენრტმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა მიზანი ორივე მხარისთვის გაართულა.

კომენტარი

×