სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა

რამდენიმე წუთის წინ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ახალი მინისტრთა კაბინეტის საკვანძო თანამდებობებზე პირების დასახელება დაასრულა. ბიძინა ივანიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს სავარაუდო თავმჯდომარე და მოადგილეებიც დაასახელა.
ივანიშვილის მიერ დასახელებული კანდიდატურები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ახალი მინისტრთა კაბინეტი

თავდაცვის მინისტრი, ვიცე–პრემიერი – ირაკლი ალასანია.
ინფრასტრუქტურის – კახა კალაძე.
შს მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი.
სასჯელაღსრულების – სოზარ სუბარი.
იუსტიციის – თეა წულუკიანი.
დიასპორის საკითხებში – კოტე ჩიკვილაძე
სოფლის მეურნეობის – დავით კირვალიძე.
ევროპისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის – ალექსი პეტრიაშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე.
კულტურის და ძეგლთა დაცვის – გურამ ოდიშარია.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – პაატა ზაქარეიშვილი.
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის – ამირან გამყრელიძე.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა – ლევან ყიფიანი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – ნოდარ ჯავახიშვილი.
გენერალური პროკურორი – არჩილ კბილაშვილი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი – მაია მიმინოშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე – დავით უსუფაშვილი.
მოადგილეები – ზვიად ძიძიგური, ზურაბ აბაშიძე.
წარდგენის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველა თანამდებობა შეთანხმებული ჯერაც არ არის:
"გარემოს დაცვის, ფინანსთა, დევნილთა და განსახლების მინისტრები არ გვყავს, ვაკანსია მაქვს და დამეხმარეთ"–მიმართა კოალიციის ლიდერმა ჟურნალისტებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100