სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ახალი მემარჯვენეები" აქციებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ

"რადგან ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას ვაპირებთ, ე.ი. ხელისუფლებას გავურიგდით? ეს აბსურდია. იცით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, უბრალოდ, ვერ იარსებებენ ხელისუფლებასთან რაღაცა ტიპის ურთიერთობის და კონტაქტის გარეშე", - განუცხადა "დრონი.ჯი"-ს "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ.
დფსგკდფგკდ
– ქალბატონო მანანა, თქვენ ხელისუფლებასთან საარჩენო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დიალოგის დაწყებას აპირებთ, ანუ იმედი გაქვთ, რომ ხელისუფლება რაიმე ტიპის დათმობებზე წამოვა? ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში მიიჩნევდა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი არ ჰქონდა...
დფსგკდფგკდ
– "ახალი მემარჯვენეები" ყოველთვის პოლიტიკური ბრძოლის ნებისმიერ ფორმას ვიყენებდით, იქნებოდა ეს დიალოგი, შიმშილობა, თუ ქუჩის აქციები. ჩვენს საზოგადოებაში რატომღაც დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ უნდა იყოს ან დიალოგი, ან ქუჩის აქციები. ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ ქვეყანაში ხელისუფლება რევოლუციებით არ უნდა იცვლებოდეს.
დფსგკდფგკდ
ქუჩაში გამოსვლა არ ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ ხელისუფლება შეცვალო. ქუჩაში გამოსვლა არის პროტესტის ფორმა, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას შეიტანოს კორექტივები თავის საქციელში. ამიტომ დიალოგი, კონსტრუქციული ურთიერთობა ხელისუფლებასთან, პლიუს ნებისმიერი კანონმდებლობით დასაშვები ფორმა პოლიტიკური აქტივობისა, ყოველთვის იყო და იქნება ჩვენს არსენალში.
დფსგკდფგკდ
ჩვენ საარჩევნო გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებასთან საუბრის გარეშე, ცვლილებების განხორციელება წარმოუდგენელია, რადგან მეორე მხარე ამ პროცესში ხელისუფლებაა. რაზეც არ უნდა შევთანხმდეთ რვა პოლიტიკური ძალა, თუ ოთხმოცი პარტია, თუ მეორე მხრიდან არ იქნა გადმოდგმული ნაბიჯები და მზაობა იმისა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით რაღაც შეიცვალოს, არაფერი გამოვა.
დფსგკდფგკდ
– საზოგადოების ნაწილი თქვენ გადაწყვეტილებას არ იწონებს, თვლის, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება დროის ფუჭად კარგვაა...
დფსგკდფგკდ
– ეს არასწორი მიდგომაა. ასეთი მოსაზრებებიც არის სტერეოტიპად დამკვიდრებული ჩვენს ქვეყანაში. არავითარი ცვლილება ჩვენს ტაქტიკაში არ მომხდარა, ჩვენ ვიყავით და ვართ მომხრე, რომ პოლიტიკურ პარტიას არსენალში ჰქონდეს ბრძოლის ნებისმიერი ფორმა. ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ დიალოგზე, რადგან ვთვლით, რომ ასეთი თემები ხელისუფლებასთან საუბრის გარეშე ვერ გადაწყდება.
დფსგკდფგკდ
– იმ შემთხვევაში თუ ვერ მიაღწიეთ ხელისუფლებასთან შეთანხმებას, როგორი იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯები, `ეროვნული ფორუმი~ აქციების დაწყებასაც კი გეგმავდა...
დფსგკდფგკდ
– არ მინდა, რომ ამ ეტაპზე ასეთი კითხვა დაისვას, რადგან ასეთი შეკითხვები და მასზე გაცემული პასუხები, თვითონ პროცესს უშლის ხოლმე ხელს. წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, როგორ წავა მოვლენები. ამწუთას ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან ასეთი ტიპის თანამშრომლობა შედგეს და ხელისუფლებამ ირწმუნოს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება აუცილებელია. ამას არამარტო ოპოზიციური პარტიები, არამედ საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი მეგობარი ქვეყნებიც ითხოვენ ხელისუფლებისგან.
დფსგკდფგკდ
– იმასაც ამბობენ, ეს რვა პარტია ხელისუფლებას გაურიგდაო...
დფსგკდფგკდ
– რადგან ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას ვაპირებთ ე.ი. ხელისუფლებას გავურიგდით? ეს აბსურდია. იცით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, უბრალოდ, ვერ იარსებებენ ხელისუფლებასთან რაღაცა ტიპის ურთიერთობის და კონტაქტის გარეშე. ასეთი ტიპის შეკითხვები თუ აღარ იარსებებს ძალიან კარგი იქნება.
დფსგკდფგკდ
– ანუ თქვენ იმედიანად ხართ და ფიქრობთ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი შედეგის მომტანი იქნება?
დფსგკდფგკდ
– იცით, იმედი გამომდინარეობს იქიდან, რომ ხელისუფლება თუ არ გასცემს პასუხს იმ კითხვებზე, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დაისვა, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება, ამიტომ ვთვლი, რომ დიალოგს აზრი აქვს. წარმოუდგენელია ამ საკითხის სერიოზულად განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების თავიდან აცილება. ძნელად წარმომიდგენია, რომ დღეს ხელისუფლებამ გააკეთოს ასეთი განაცხადი, რომ მე არ მაინტერესებს საარჩევნო გარემოს შეცვლაო.
დფსგკდფგკდ
– და ბოლოს, ვიხილავთ თუ არა 7 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე "ახალ მემარჯვენეებს"
– ჩვენ ამ აქციაზე არ მივალთ. აქაც რაღაც გარკვეული ტიპის სტერეოტიპების მსხვრევას ვსაჭიროებთ. 7 ნოემბერი რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა, თავისთავად ცხადია, მაგრამ გინდა თუ არ გინდა, ამ დღის აღნიშვნა ხდებოდეს პარლამენტის წინ, რაღაც ფორმის საპროტესტო აქციით, ეს არავის დაუდგენია.
დფსგკდფგკდ
თანაც წელს ემთხვევა, რომ ჩვენ საკმაოდ სერიოზული გასვლა გვაქვს თელავში და ფიზიკურად ვერ ვიქნებით თბილისში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ შემთხვევაშიც უნდა რაღაცნაირად დავანგრიოთ ეს სტერეოტიპები, რომ თუ პოლიტიკური პარტია არ მივიდა საღამოს 7 საათზე რუსთაველის გამზირზე, თურმე ის არ გმობს ქვეყანაში ძალადობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100